პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.  სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ  2020 წლის 20 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  http://vet.emis.ge/  ან ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  დისტანციური მხარდაჭერით (ცხელი ხაზი:  591 95 76 62).

მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე:

  • საფინანსო სერვისები, III დონე (მესამე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ატესტატი);

    ჩასაბარებელი საგნები:

    საკანცელარიო უნარების ტესტი

    ტესტი მათემატიკაში

  • ბუღალტრული აღრიცხვა, V დონე (მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი);

   ჩასაბარებელი საგნები:

   საკანცელარიო უნარების ტესტი

  ტესტი მათემატიკაში

  • ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა, III დონე (მესამე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ატესტატი);

ჩასაბარებელი საგნები:

საბაზო აკადემიური უნარების ტესტი

ტესტი უცხო ენაში

  • მეფუტკრეობა, III დონე (მესამე დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ატესტატი).

ჩასაბარებელი საგნები:

საბაზო აკადემიური უნარების ტესტი

ტესტი ბუნებისმეტყველებაში (ქიმია, ბიოლოგია)

უახლოეს პერიოდში მსურველებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა დაარეგისტრირონ  პროფესიული პროგრამები: 

  • ,,საბიბლიოთეკო საქმე“, მეოთხე   დონე

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 577 491939

ბსუ-ს რექტორის 2020 წლის 22  მაისის ბრძანება N01-02/48

  ბრძანება 01-02-48

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა