ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამებზე: საფინანსო სერვისები (III დონე, მოდულური), ბუღალტრული აღრიცხვა (V დონე, მოდულური), ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა (III დონე, მოდულური), სატყეო საქმე (IV დონე, მოდულური), მებაღეობა (IV დონე, მოდულური) და საბიბლიოთეკო საქმე (IV დონე, მოდულური). პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 2 მაისს და დასრულდება 22 აგვისტოს. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა (აპლიკანტთა) რეგისტრაცია განხორციელდება 2022 წლის 2 მაისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - http://vet.emis.ge ან/და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დისტანციური მხარდაჭერით ( ცხელი ხაზი 591 95 76 62)
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის პირობები
ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირის ჩარიცხვის პირობები განისაზღვრება პროგრამით, რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონს, კანონქვემდებარე აქტებს და არსებობის შემთხვევაში, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტს
პროგრამაზე დაშვების მექანიზმები
საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმებს განსაზღვრავს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევის მექანიზმი განისაზღვრება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ელ.ფოსტა: vocational@bsu.edu.ge
ტელ: 577 491 939
აპლიკანტთა შერჩევის წესი
სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება
ბრძანება 01-02/101
უკან |