პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრში კონფერენცია „ლიდერობა პროფესიულ განათლებაში“ ტარდება

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრისა და ელექტრონული ჟურნალის „პროფესიული განათლება“ ორგანიზებით, პირველად საქართველოში კონფერენცია „ლიდერობა პროფესიულ განათლებაში“ ტარდება. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ხემძღვანელმა მადონა მიქელაძემ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული დეპარატამენტის ხელმძღვანელმა თამარ კვინიკაძემ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა და ელექტრონული ჟურნალის „პროფესიული განათლება“ დამფუძნებელმა ნინო ელბაქიძემ.

ონფერენციის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების  რეფორმების წარმატებაში პროფესიული განათლების ლიდერის როლის განსაზღვრა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტიან მართვაზე მსჯელობა. ჰიბრიდულ ფორმატში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და  განათლების ექსპერტებმა. 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფი თემაზე: „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ლიდერის კომპეტენციათა ჩარჩო ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით“. ვორქშოფს მოდერაცია გაუწიეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული დეპარატამენტის ხელმძღვანელმა თამარ კვინიკაძემ და ჟურნალ „პროფესიული განათლება“ დამფუძნებელმა ნინო ელბაქიძემ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა