პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„საბიბლიოთეკო საქმის“ სტუდენტები აჭარის მწერალთა სახლში რედაქტორებსა და გამომცემლებს შეხვდნენ

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამის  „საბიბლიოთეკო საქმე“ სპეციალისტი ნათია დევაძე და საბიბლიოთეკო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები აჭარის მწერალთა სახლში რედაქტორებსა და გამომცემლებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა თემის „საქართველოში წიგნის დაბადებიდან წიგნის თარომდე“ განხილვას და წიგნის შექმნის პროცესის შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას.

სტუდენტებმა შეხვედრის ფარგლებში მოისმინეს ინფორმაცია პრაქტიკოსი რედაქტორებისა და გამომცემლებისგან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წიგნების მომზადების პროცესში. ასევე გაეცნენ საგამომცემლო საქმის განვითარებას აჭარაში და დაათვალიერეს მნიშვნელოვანი გამოცემები.

პრაქტიკოსმა რედაქტორებმა სტუდენტებს გააცნეს წიგნის შექმნის ეტაპები, ისაუბრეს სფეროს თავისებურებებსა და თანამედროვე საგამომცემლო პროცესების სპეციფიკაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა