პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე,  ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორთან ერთად  პროფესიული განათლების მასწავლებლებს შეხვდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების მიმართულებით ბსუ-ს სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების და პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმების და სიახლეების გაცნობას, ასევე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა განიხილეს პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო პროცესში ჩართულობისა და  სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხები და დაიგეგმა განსახორციელებელი აქტივობები.

შეხვედრას ბსუ-ს რექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით გიორგი ქათამაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თამარ დუნდუა და ცენტრის პერსონალი ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა