ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,საფინანსო სერვისები (მე-3 დონე) 2026 წელს (საშემოდგომო მიღება) ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აპლიკანტებმა ბსუ-ში რეგისტრაციის, პროფესიული სტუდენტის ხელშეკრულების გაფორმების, პირადი საქმის გახსნისა და აღნიშნულ პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით 2026 წლის 06 ივლისიდან 2026 წლის 09 ივლისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) აპლიკანტის მიერ შევსებული სარეგისტრაციო განცხადება (იხილეთ თანდართული ფორმა - დანართი №1, რომელიც შეიცავს ბსუ-ს შინაგანაწესის და სხვა რეგულაციების გაცნობის დადასტურებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე აპლიკანტის თანხმობის განაცხადის შესახებ შესავსებ ველებს);
ბ) აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი/შეზღუდულქმედუნარიანი/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - აპლიკანტის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
გ) აპლიკანტის საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ,,საფინანსო სერვისების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ);
დ) აპლიკანტის ორი ფოტოსურათი 3X4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი);
ე) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (აღრიცხვას დაქვემდებარებული აპლიკანტების შემთხვევაში);
ვ) აპლიკანტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
აპლიკანტების სარეგისტრაციო განაცხადები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონულად - ბსუ-ს ელფოსტაზე: info@bsu.edu.ge ან/და მატერიალურად - ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურში (კანცელარია): ბსუ-ს №1 კორპუსი, ოთახი №1 (მისამართი: ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35).
აპლიკანტების მიერ სარეგისტრაციო განაცხადებისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, 2026 წლის 06 ივლისიდან 2026 წლის 09 ივლისის ჩათვლით პერიოდში მათთან გაფორმდეს პროფესიული სტუდენტის ხელშეკრულებები, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. №15, VI კორპუსი, III სართული, ოთახი №303).
აპლიკანტის სარეგისტრაციო განცხადების შევსებამდე და წარმოდგენამდე გთხოვთ გაეცნოთ პროფესიული სტუდენტის ხელშეკრულების ფორმას, პროფესიული სტუდენტის გზამკვლევს და ბსუ-ს რეგულაციებს (მათ შორის ბსუ-ს შინაგანაწესი, ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა და სხვა).
ბსუ-ს სამართლებრივი აქტები/რეგულაციები (მათ შორის განცხადებაზე თანდართული) განთავსებულია ბსუ-ს ვებგვერდზე, ველებში: ,,იურიდიული ცნობარი“ - https://bsu.edu.ge/sub-26/laws/2/index.html?lang=ge, ასევე ველში ,,სწავლა“ - ,,პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის“ ველში - https://bsu.edu.ge/sub-54/news/index.html?lang=ge ,,მარეგულირებელი დოკუმენტები“ - https://bsu.edu.ge/sub-54/page/2-431/index.html?lang=ge). ბსუ-ს სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ხდება მათი განახლება (ჩანაცვლება) ბსუ-ს ვებგვერდზე (იხილეთ ბმულები და წინამდებარე განცხადებაზე თანდართული რეგულაციები).
იხილეთ თანდართული:
- აპლიკანტის სარეგისტრაციო განცხადების ფორმა (ჩამოტვირთეთ);
- პროფესიული სტუდენტის ხელშეკრულების ფორმა (ბსუ-ს რექტორის 03.06.2026 წ. №01-02/98 ბრძანებით დამტკიცებული);
- ბსუ-ს პროფესიული სტუდენტის გზამკვლევი;
- ბსუ-ს შინაგანაწესი (წარმომადგენლობითი საბჭოს 09.09.2011 წ. №02 გადაწყვეტილებით დამტკიცებული);
- ბსუ-ს ეთიკის კოდექსი (წარმომადგენლობითი საბჭოს 27.07.2017 წ. №02 გადაწყვეტილებით დამტკიცებული);
- ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (ბსუ-ს რექტორის 06.02.2026 წ. №01-02/09 ბრძანებით დამტკიცებული);
- ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (ბსუ-ს რექტორის 05.06.2024 წ. №01-02/75 ბრძანებით დამტკიცებული);
- ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია (ბსუ-ს რექტორის 16.02.2016 წ. №01-08/6 ბრძანებით დამტკიცებული);
- პროფესიული განათლების მიმართულებით ბსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები (ბსუ-ს რექტორის 12.12.2024. წ. №01-02-210 ბრძანებით დამტკიცებული);
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციას (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15 - ბსუ-ს N6 კორპუსი, ელფოსტა: vocational@bsu.edu.ge) ან/და დამატებით ცენტრის შემდეგ პერსონალს:
- ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი მამუკა გოგელია (ელფოსტა: m.gogelia@bsu.edu.ge მობილური: 577 49 19 39;
- ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერი ჯილდა აბაშიძე (ელფოსტა: E-mail: jilda.abashidze@bsu.edu.ge).
| უკან |
