პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ში ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროფესიულ განათლებაში: შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჩატარდა

სურათი

10-11 ივლისს, უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროფესიულ განათლებაში: შესაძლებლობები და გამოწვევები“. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს ზრუნვას პროფესიული განათლების მასწავლებელთა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების ამაღლებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გაცნობას.

ტრენინგს უძღვებოდა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი თეა ჩიჩუა - სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ციფრული მარკეტინგის ტრენერი, მრავალწლიანი გამოცდილებით.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

AI-ის საფუძვლები და სხვადასხვა მოდელების (GPT, Gemini, Copilot, Preplexity, Claude) შედარებითი ანალიზი;

ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება, კიბერუსაფრთხოება და რისკების მართვა;

ეფექტური პრომპტინგი და სტუდენტთა შეფასების სისტემების ოპტიმიზაცია;

პრაქტიკული მუშაობა Gamma.app-ით (პრეზენტაციების ავტომატური გენერაცია) და Canva-ს AI ინსტრუმენტებით (ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა).

ტრენინგის მონაწილეებს, 12-საათიანი ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ, ბსუ-ს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

ბსუ მუდმივად მიისწრაფვის, რომ პროფესიული განათლების სისტემა მიჰყვებოდეს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს, რათა სტუდენტებს შესთავაზოს სწავლების თანამედროვე და ეფექტური მეთოდები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა