
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა, ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა-მამუკა გოგელიამ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის მუზეუმის დირექტორთან, თეონა ზოიძესთან.
შეხვედრაზე განიხილეს პროფესიული გადამზადების პროგრამების - „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ხელოვნების მუზეუმების) გიდი“ და „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (სახლ-მუზეუმის, რელიგიისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმების) გიდი“ - განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე განიხილეს მემორანდუმის პროექტი, პრაქტიკის ობიექტებთან დაკავშირებული საკითხები და პროგრამების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საორგანიზაციო საკითხები.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრისა და აჭარის მუზეუმის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ხარისხის კიდევ უფრო გაძლიერებას და მომავალი გიდების პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას.
| უკან |

