
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
შეხვედრის მიზანი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სამართლებრივი კულტურის განვითარება. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი პრინციპები,მონაცემთა უსაფრთხოების მნიშვნელობა და თითოეული მოქალაქის უფლებებები.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ბსუ-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი-მარიამ მამულაძე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის თანამშრომლები და პროფესიული პროგრამების სტუდენტები.
| უკან |








