
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი გაწევრიანდა ტექნიკური და პროფესიული განათლების ევროპულ ფორუმში-EFVET (European Forum of Technical and Vocational Education and Training).
ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ინტერნაციონალიზაციის პროცესში. EFVET წარმოადგენს პროფესიული განათლების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და გავლენიან ევროპულ ქსელს, რომელიც აერთიანებს 500-ზე მეტ პროფესიული განათლების ორგანიზაციას 60-ზე მეტი ქვეყნიდან.
ორგანიზაციის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიული განათლების ხარისხის განვითარება და ევროპულ პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა( Erasmus+, Horizon Europe, Digital Europe, AMIF)
EFVET-ის წევრობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს უხსნის ახალ შესაძლებლობებს საერთაშორისო პარტნიორობის ზრდისა და გამოცდილების განვითარების მიმართულებით პროფესიულ განათლებაში.
| უკან |
