პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიული განათლების სტუდენტები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში

სურათი

ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სტუდენტებმა ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მერვე ნაკადში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 24-28 აგვისტოს ჩატარდა!

ბანაკის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა:

  • ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია;
  • ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა;
  • არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა;
  • ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის
  • გამოვლენის ხელშეწყობა;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • 🇬🇪ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა;
  • ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
  •  დაემყარებინათ ახალი მეგობრული და პროფესიული კავშირები;
  • ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გუნდურ აქტივობებში;
  •  განევითარებინათ ლიდერული, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები;

მიეღოთ ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი ემოციები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განათლება მხოლოდ აუდიტორიით არ შემოიფარგლება-სტუდენტების განვითარება, აქტიური მოქალაქეობა და ახალგაზრდულ ცხოვრებაში ჩართულობა ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს მიღებულ გამოცდილებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საინტერესო შესაძლებლობას! 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა