პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გარე მობილობა დაიწყო

სურათი

გარე მობილობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე!

თუ ხარ სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და გსურს სწავლის გაგრძელება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ახლა ამის შესაძლებლობა გაქვს!

გარე მობილობის ფარგლებში, სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის გაგრძელება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  • ფარმაცია (სააფთიაქო)
  • საექთნო განათლება
  • საბიბლიოთეკო საქმე

მიიღე ხარისხიანი პროფესიული განათლება, განივითარე პრაქტიკული და პროფესიული უნარები და გააგრძელე სტუდენტური გზა BSU-ში! დაინტერესების შემთხვევაში 2026 წლის 22 სექტემბრიდან 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი/შეზღუდულქმედუნარიანი/მხარდაჭერის მიმღები გარე მობილობის მსურველის შემთხვევაში - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - გარე მობილობის მსურველის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას;
  • სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ);
  • ორი ფოტოსურათი 3X4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი);
  • წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (აღრიცხვას დაქვემდებარებული გარე მობილობის მსურველის შემთხვევაში);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
  • შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პროფესიული სტუდენტის სტატუსის და მის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესახებ (გავლილი სასწავლო კურსების/მოდულების დამოწმებული სია, არსებობის შემთხვევაში).

ბსუ-ში გარე მობილობის მსურველთა მიერ სარეგისტრაციო განაცხადები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონულად - ბსუ-ს ელფოსტაზე: info@bsu.edu.ge ან/და მატერიალურად - ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში, ბათუმი ლეონიძის #15.

შენი პროფესიული მომავალი იწყება აქ-BSU-ში!

ბათუმი, ლეონიძის #15.

577 49 19 39; 579 27 50 10; 591 95 76 62.

vocational@bsu.edu.ge


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა