
საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია (პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა) განხორციელდება ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში, ლეონიძის #15.
პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით 2026 წლის 25 სექტემბრიდან 2026 წლის 28 სექტემბრის (შაბათ - კვირის გარდა) ჩათვლით აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- აპლიკანტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არასრულწლოვანი/შეზღუდულქმედუნარიანი/მხარდაჭერის მიმღები აპლიკანტის შემთხვევაში - მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა, ასევე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - აპლიკანტის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
- აპლიკანტის სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ);
- აპლიკანტის ორი ფოტოსურათი 3X4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (აღრიცხვას დაქვემდებარებული აპლიკანტების შემთხვევაში);
- აპლიკანტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
შენი პროფესიული მომავალი იწყება აქ-BSU-ში!
ბათუმი, ლეონიძის #15.
577 49 19 39; 579 27 50 10; 591 95 76 62.
vocational@bsu.edu.ge
| უკან |
