
ბათუმში პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენცია -„პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კოლეჯების დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, უცხოელი პედაგოგები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული განათლების მასწავლებელმა - ნათია დევაძემ, წარადგინა თემა „ინტელექტუალური თავისუფლება პროფესიულ განათლებაში, სტუდენტთა შესაძლებლობების გაფართოება, აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობა“.
კონფერენციის „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“ მასპინძლები იყვენენ კოლეჯები: „ბლექსი“ და „ახალი ტალღა“.
| უკან |




