
სოციალიზაციის გეგმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების შეხვედრა ხარისხის მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან და ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და ინტერნაციონალიზაციის მენეჯერთან.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ბსუ-ს მისიის, ხედვისა და ღირებულებების თაობაზე, ასევე ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს ინფორმაცია სტუდენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ინფორმაცია მიეღოთ უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ექსტრაკურიკულური აქტივობებისა და სტუდენტური შესაძლებლობების თაობაზე.
| უკან |








