
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის დასაქმების შესაძლებლობების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და პროფესიული განვითარების გზების გაცნობა. 22 ოქტომბერი, 14:00 საათი, ბათუმი, ლეონიძის ქ. #15.
გაიგე მეტი დასაქმების შესაძლებლობების შესახებ, გაეცანი შრომის ბაზრის მოთხოვნებს და გადადგი პირველი ნაბიჯები პროფესიული წარმატებისკენ, შენი პროფესია-შენი მომავალი.
| უკან |
