პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

დებულება

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მოქნილი და ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით ბსუ-ში 2018 წლის 5 ოქტომბერს წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ,,პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი“.  ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს შემდეგი მიმართულებებით:

ა) ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვა;

ბ) უწყვეტი განათლება.

2019 წლის გაზაფხულიდან ცენტრი ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ.  N 15-ში მდებარე ახალ, თანამედროვე სასწავლო აუდიტორიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში განთავსდება. 

პროფესიულ საგანმანათლებლო  პროგრამებს ბსუ 2011 წლიდან  ახორციელებს. დღეისათვის უნივერსიტეტში 9 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  305 სტუდენტი სხვადასხვა პროფესიას ეუფლება. 

2019 წლიდან ბსუ გეგმავს არსებული პროგრამების განახლებას და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.  კერძოდ, 2019 წლიდან დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დაეუფლონ სხვადასხვა  სპეციალობებს, როგორიცაა ბაგა-ბაღის აღმზრდელი, მებაღე, ბაღის დიზაინერი, ელექტროობის სპეციალისტი,  კომპიუტერული ქსელებისა და სისტემის სპეციალისტი, კბილის სატექნიკო საქმის სპეციალისტი, მეფუტკრე, პრაქტიკოსი ექთანი, ფარმაცევტის თანაშემწე,  ბიომემცენარე,  მევენახე  და ა.შ. ასევე იგეგმება დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებასა და კულინარიაში.  ცენტრი ასევე იწყებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება/განხორციელებას.

  პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა