სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა:„აჭარაში ინტროდუცირებული და ზოგიერთი ენდემური მცენარის ნაყოფის გადამუშავების დროს ბიოაქტიური ნაერთების ცვლილებები“, ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე, 27 აპრილი, 12:00 საათი, I კორულის,103-ე აუდიტორია

ეკოლოგიური პირობების გაუარესებასთან, ასევე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ემოციური დატვირთვის რიცხვის ზრდასთან ერთად მეტად აქტუალურია   ადამიანისათვის ბალანსირებული კვება, ანუ  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი საკვები პროდუქტები, რომლებსაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური აქტიობა. ანტიოქსიდანტებს მიეკუთვნება ფენოლური ნაერთების მრავალრიცხოვანი კლასი.

მნიშვნელოვანია ისეთი მცენარეული ნედლეულის პოვნა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც პროფილაქტიკური, პრევენციული და სამკურნალო საშუალება.კვლევის მიზანია საერთო ფენოლების, ანტოციანებისა და ფლავონოიდების რაოდენობრივი შემცველობის, ანტიოქსიდანტური აქტიობის განსაზღვრა ნედლეულსა და  მისი შენახვა- გადამუშვების პროდუქტებში. კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოში არსებული  როგორც  ენდემური, ასევე   ინტროდუცირებული მცენარეები: ფეიხოა (2 ფორმა), კივი(1 ფორმა), ლურჯი მოცვი (20-მდე), მაყვალი (2 ფორმა), ჟოლო (1 ფორმა), ტყემალი (ველური და კულტურული ფორმები), ვაზის 5 ენდემური ჯიში( ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ოცხანური საფერე, ოჯალეში. ჩხავერი ( ნიმუშები  აღებული  დასავლეთ საქართველოს აჭარის რეგიონში ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე), კავკასიური ფშატი (Elaeagnus L.),   მანდარინი (Aoshima, Iwasaki, Clemenules, Satsuma Clausellina, Mukoiyama, Miyagawa wase, Nankani, Nova, Okitsu wase, Taguchi wase, Taguchi wase. Tiaxara Unshiu ფორმა)

საერთო ფენოლები განისაზღვრა  Folin-Ciocalteu-ის რეაქტივით.   ფლავონოიდები და კატექინები სპექტრალური, ხოლო ანტოციანები PH დიფერენცირებული  მეთოდით.  DPPH მეთოდით განისაზღვრა ანტიოქსიდანტური აქტიობა. ბიოქიმიური მაჩვენებლების კვლევა  მიმდინარეობდა ფიზიკო-ქიმიური და ინსტრუმენტალური მეთოდებით.  ნაერთთა რაოდენობრივი ანალიზისათვის გამოყენებული იქნა UPLC-MS (Waters Acquity QDa detector), HPLC (Waters Brceze 1525, UV-Vis 2489 detectors), PH-ის  განისაზღვრა მიმდინარეობდა  PH- მეტრით (Mettler Toledo). მშრალი ნივთიერების - რეფრაქტომეტრი -Misco, ოპტიკური აქტიობის - სპექტროფოტომეტრით –Cuvette Changer (Mettler Toledo UV5A), ნიმუშების გაფილტვრა- C18 Cartridge Solid Phase Extraction (SPE) Waters Sep-Pak  C18 (500 mg)-ზე.  

ფშატის  ნაყოფებში საერთო ფენოლების შემცველობა ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმარლეზე მერყეობდა 2336.59 -1863,3 მგ/100გ,  ფლავონოიდები 629,5 -758,6 მგ/100გ. ფლავან-3-ოლების 643,04- 489,9გ/100გ. ანტიოქსიდანტური აქტიობა  38,5-80,02%.
   
წითელი დროშა (ველური და კულტურული) ტყემლის  ნაყოფებში საერთო ფენოლების შემცველობა ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმარლეზე მერყეობდა 331,0-114,9 მგ/100გ,  ფლავონოიდები 201,7-98,71 მგ/100გ. ფლავან-3-ოლების 682,71-227,56გ/100გ. ანტიოქსიდანტური აქტიობა  40-45%. ანტიოქსიდანტური აქტიობით გამოირჩევა ტყემლის     წითელი დროშა ველური ფორმა, ხოლო ფშატის შემთხვევაში ზღვის დონიდან 150 მ აღებული ფორმა.

მანდარინის ჯიშებში საერთო ფენოლები წარმოდგენილია 0,364 - 0,474 მგ/მლ, ხოლო ჯამური ფლავონოიდები კი 0,112 - 0,166 მგ/მლ. მოცემულ ნიმუშებს შორის ინჰიბირების ყველაზე მაღალი  მაჩვენებლით გამოირჩევა Tiaxara Unshiu (62,48%) და Iwasaki,  (64,51%) წვენები, ხოლო დაბალია მანდარინი- Mukoiyama და Clemenules,  წვენებში (46,86% -47,42%). დანარჩენი ჯიშები თითქმის ერთნაირი ანტიოქსიდანტური აქტივობით ხასიათდება. ინტროდუცირებული ციტრუსებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ტიახარას ანტიოქსიდანტური აქტიობა.

ჩხავერის კვლევისათვის ნიმუშები აღებულ იქნა გურიისა (ერკეთი) და აჭარის (ვაიო, ორცვა, კორომხეთი, ჯალაბაშვილები, ქობულეთი) ტერიტირიაზე. განისაზღვრა როგორც  მარცვლის, ასევე   მისგან დამზადებული ღვინის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები.ჩხავერის მარცვალში საერთო ფენოლების რაოდენობა  მერყეობს 488,97 - 845,44 ფარგლებში (მგ/100გ მშრალ მასაზე),  მონომერული ანტოციანების რაოდენობა წარმოდგენილია 318,61 – 663,48 ერთეულში, ხოლო ფლავონოიდების შემცველობა  რუთინზე გადაანგარიშებით(მგ/100გ მშრალ მასაზე) ცვალებადობს 195,89 - 330,34 ფარგლებში. მონომერულ ანტოციანებს შორის შედარებით მაღალი შემცველობა დაფიქსირდა ჯალაბაშვილების ჩხავერის მარცვალში - 663,48მგ/100გ, შესაბამისად მაღალია საერთო ფენოლებისა (707,17მგ/100გ ) და ფლავონოიდების (330,34მგ/100გ) რაოდენობა. ასევე შესწავლილ იქნა თეთრი ყურძნის  ვაზის ჯიშებისა და მათ საფუძველზე დამზადებული თეთრი ღვინის ფენოლური ნაერთები. კერძოდ, ცოლიკოურის ყურძენში საერთო ფენოლების რაოდენობა მერყეობს 1137 – 1748 მგ/კგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იმერეთის ცოლიკოურში. ციცქა ყურძენში შეადგინა 1582,65 მგ/კგ, კლარჯულისა და კრახუნაში წარმოდგენილია თითქმის თანაბარი რაოდენობით  - 1260 – 128 მგ/კგ, ხოლო შედარებით მცირე რაოდენობით გვხდება ქუთათურას მარცვალში - 902,91 მგ/კგ. ჩვენს მიერ  აგრეთვე განსაზღვრული იქნა   ინტროდუცირებული  ლურჯი მოცვის    ბიოქიმიური მაჩვენებელი. ანტოციანები  მერყეობდა 200-550 მგ / 100 გ. ყველა სახეობასა  და ჯიშს   გააჩნდა  მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიობა (DPPH). რომლის შენარჩუნება მოვახდინეთ ნიმუშის სწრაფად გაყინვით და შემდეგ  მისი შენახვით განსაზღვრულ  პირობებში.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა