სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: ტოპონიმთა ექსტრალინგვისტური კვლევისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ნარგიზ ახვლედიანი, 30 აპრილი, 13:00 საათი

ტოპონიმიას „დედამიწის ენას“ უწოდებენ, რომელიც მასშია დაუნჯებული. ყოველი ტოპონიმი ერთდროულად გარდასულ დღეთა ნაყოფიცაა და მემატიანეც. ადგილის გეოგრაფიულ სახელწოდებათა კვლევა არც სპეციალისტებისა და არც არასპეციალისტებისათვის თავშესაქცევი არ უნდა გახდეს. თვითმიზნად არასოდეს არ უნდა იქცეს. შეუძლებელია (და, ალბათ, არცაა საჭირო) გავარკვიოთ ყველა ტოპონიმის წარმომავლობა, მასში ჩადებული შინაარსი მთავარია, ვიკვლიოთ ენა, როგორც მთლიანი სისტემა, როგორც განვითარებადი და ამდენად ცვლადი ფენომენი.

ტოპონიმისტისათვის უპირველესი ამოცანაა ტოპონიმის ამოსავალი ფუძისა და მისი ლექსიკური მნიშვნელობის დადგენა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც კი არ გვაძლევს ამომწურავ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დაერქვა ეს სახელი, ამა თუ იმ ადგილს, რადგან ტოპონიმის წარმოქმნაში მონაწილეობენ ექსტრალინგვისტური, ხშირად შემთხვევითი ფაქტებიც კი, ამასთან ტოპონიმთა მკვლევართათვის მთავარია არა ეტიმოლოგია, არამედ ეტიოლოგია, არა მექანიკური დადასტურება ამა თუ იმ ლექსიკური ერთეულის ამოსავალი ფუძისა, არამედ სახელდების მიზეზის გახსნა. საილუსტრაციოდ განვაზოგადებთ რამდენიმე ტოპონიმის ექსტრალინგვისტურ ანალიზს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა