სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: სახელმწიფო სტრატეგიის გავლენა საწარმოების საქმიანობის შედეგებზე საქართველოში, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ლეილა ცეცხლაძე, 2 მაისი, 11:00 საათი, I კორპუსი, 418-ე აუდიტორია

თანამედროვე განვითარებულ ეკონომიკურ სისტემაში სახელმწიფო თავის ძალისხმევას წარმართავს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, ადამიანი-კაპიტალის განვითარება და ამ მიზნით რესურსების ჩადება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, განათლება და მეცნიერება; უმნიშვნელოვანესი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნა, გარემოს დაცვა და ა.შ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სახელმწიფოს როლი სამართლიანი კონკურენციული გარემოს შექმნისა და შენარჩუნების საქმეში.

ამასთან დაკავშირებით ლუდვიგ ერჰარდი აღნიშნავდა: „სახელმწიფომ მუდმივად უნდა იღვაწოს თავისუფალი კონკურენციის შენარჩუნებისათვის, რათა არ ჩაქრეს მისი მატარებელი პროგრესული ძალები, რაც უზრუნველყოფს მთლიანად ეკონომიკის მწარმოებლურობის ამაღლებას“.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოსა და ბაზარს შორის ფუნქციების გამიჯვნას. სახელმწიფომ არ უნდა შექმნას თავისი საკუთარი საწარმოები იქ, სადაც კერძო მეწარმე თავს გაართმევს ამოცანას. მეორეს მხრივ მეწარმეობამ სახელმწიფო არ უნდა გადააქციოს თავისი ინტერესების გამომხატველად.

საკუთარი ფუნდამენტური მიზნების შესასრულებლად სახელმწიფო მოქმედებს რამდენიმე მიმართულებით:

  • ქმნის ეკონომიკური საქმიანობის ინფრასტრუქტურასა და გარემოს;
  • შეიმუშავებს ეკონომიკური საქმიანობის ნორმებს, წესებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
  • აყალიბებს ხელსაყრელ სოციალურ გარემოს;
  • წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის წინაშე მდგარი გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე;

ეკონომიკური აგენტის ამპლუაში ახორციელებს საკუთარ დამოუკიდებელ მეურნეობრივ საქმიანობას;
სახელმწიფო მართვის საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს.
ბიზნესთან მიმართებაში მეტად მნიშვნელოვანია აქტიური სტრუქტურული პოლიტიკის გატარება. იგი გულისხმობს იმ პრიორიტეტული დარგებისა და საწარმოების შერჩევას, რომლებიც სათანადო რესურსებით უზრუნველყოფის პირობებში შეძლებენ მაქსიმალური ეკონომიკური უკუგების მოცემას. ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეს პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, თუმცა შესაძლებელია მეტნაკლებად სტაბილური და მაღალი შედეგების მომტანი შემდეგი სფეროების გამოყოფა:

  • სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება;
  • მაღალტექნოლოგიური, მეცნიერებატევადი წარმოება და ინოვაციები;
  • საექსპორტო და იმპორტშემცვლელი წარმოება;
  • ტურიზმი და ინფრასტრუქტურა.

სასემინარო მოხსენება ეხება ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებისა და მიმართულებების განხორციელების კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გატარებული პოლიტიკის შედეგიანობის შეფასებას.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა