სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: ლიმიტროფები და სივრცის პოლიტიკა გეოპოლიტიკაში, ასოცირებული პროფესორი ირაკლი გორგილაძე, 24 აპრილი, 13:00 საათი, I კორპუსი, 505-ე აუდიტორია

საზღვრულობის ან ზღვრული პროცესებისადმი ინტერესის ზრდა XX-XXI საუკუნეთა მიჯნაზე მნიშვნელოვნად განაპირობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა - გლობალი-ზაციასა და ინტეგრაციას თან სდევს არა მხოლოდ ერთგვაროვანი სტრუქტურების შექმნა, არამედ ფრაგმენტაცია და ლოკალიზაცია. სივრცეები, რომლებიც არ შედიან სინთეზში, ქმნიან გაურკვევლობისა და უსაზღვრობის ზონებს.

სასაზღვრო ზონების (ცივილიზაციების) აღსანიშნავად პოლიტიკურ ლიტერა¬ტუ¬რა¬ში გვხვდება ტერმინი - ლიმიტროფი. ამ ცნებით აღინიშნება ცივილიზაციათა ბირთვულ პლატფორმებს შორის არსებულ შუალედური სივრცეები. ის არ წარმოადგენს მხოლოდ ნეგატიურ „გამოწვევას“ არსებული რეალობისთვის; იგი დაწინაურების შანსიცაა, რომელიც არაერთხელ ყოფილა გამოყენებული ამა თუ იმ ეთნოსის თუ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მიერ.

XXI საუკუნეში, ხუთი დეკლარირებული და კიდევ რამდენიმე ათეული „ზღვარზე მდგომი“ ბირთვული“ სახელმწიფოს არსებობის პირობებში, რესურსებისთვის თუ სივრცეზე კონტროლის მიზნით „ცხელი“ ომები თითქმის შეუძლებელია. ასეთ პირობებში, ერთადერთი გამოსავალი - ყველა გეოპოლიტიკურ სივრცეში ლიმიტროფე¬ბისთ¬ვის ბრძოლაა, რომლებიც შემდეგი მიზნებისთვის იქმნება:

  • ლიმიტროფების ყველა ტიპის რესურსების ათვისება ძალის დაგროვების მიზნით;
  • ლიმიტროფების გამოყენება გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ღია ან დახურული ბრძოლის საწარმოებლად, ვიდრე შეიარაღებულ კონფლიქტამდე, უპირატესად მოწინა¬აღმ¬დეგის სივრცეში;
  • ლიმიტროფები საკუთარ თავზე იღებენ ტუტორი სახელმწიფოსთვის განკუთვნილ პირველ დარტყმებს. რათა მაქსიმალურად დაზოგონ საკუთარი რესურსები; ამასთან მეტნაკლებად ძლიერნი ქმნიან ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ლიმიტროფებს, ფართო საზღვრების უზრუნველსაყოფად;
  • ხშირ შემთხვევებში, ლიბერალური კანონმდებლობა ლიმიტროფებში, დაბალი გეოპო-ლიტიკური სტატუსით, გამოიყენებიან „ბინძური“ წარმოებებისთვის, რასაც ვთქვათ განვითარებული ქვეყნები ვერ მოითმენენ;
  • ლიმიტროფული სახელმწიფოები უზრუნველყოფენ გასასვლელს წამყვანი ქვეყნების-თვის მანამდე შეუღწევად გეოპოლიტიკურ ზონებში;

აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გავაკეთოთ ზოგიერთი დასკვნა ლიმიტროფების გაგებასთან დაკავშირებით - იქნება ეს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეთნოკულტურული კატეგორია. კერძოდ, არსებული რეალობების გათვალისწინებით ლიმიტროფები წარმოადგენენ ცალკეული ცივილიზაციების ეთნოკულტურული კონტაქტების სფეროს, მეორე, რაც ჩვენთვის მეტად საინტერესოა - „ბუფერულ სივრცეს“, მათი გამყოფებით და მესამე, შეტაკებების ადგილს. და თუკი შესაძლებელია ცივილიზაცია შევადაროთ მყარ ტექტონიკურ ქანებს, მატერიკულ კრისტალური პლატფორმებით, რომელთაც გეოლოგიური მოწყობით ძალუძთ შედარებითი სტაბილურობა, „გარდამავალ ზონებში“ ისინი გეოსინკლინების - ოროგენეული რაიონების ანალოგიურია, ლიმიტროფები მსოფლიო ისტორიის „რიფტული ზონაა“ .

სახელმწიფოთა ნაწილი, ლიმიტროფულ ზონებში, ძირითადად, მოცულობით პატარა და მოსახლეობის სიმცირით ხასიათდებიან. ეს „ჯუჯები“ უმეტეს შემთხვევაში წამყვან სახელმწიფოთა გეოპოლი¬ტიკურ თამაშებში გავლენის ობიექტებს წარმოადგენენ. თავის მხრივ მათზე ზემოქმედი მსხვილი აქტორები საკუთარი მიზნების რეალიზაციის მიზნით დაშინების ან შანტაჟის პოლიტიკით, კონფლიქტური ზონების ფორმირებით მაქსიმალურად ცდილობენ ცივილიზაციის გარე, სასაზღვრო (მარგინალური) ზონების შექმნას, რათა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოება.  

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა