შრომით სამართლებრივი ურთიერთობები საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნე-ლოვანესი ნაწილია, რომელიც ეფუძნება შრომის, როგორც ადამიანის ძირი¬თადი უფლების იდეას და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კონცეფციას, როგორც ამ უფლების შემადგენელ ელემენტს, რომელთა გარანტირება გავლენას ახდენს სხვა უფლებების რეალიზაციაზე თითოეული ინდივიდის მიმართ.
არა ერთი კვლევით დადგენილია, რომ ქალთა აქტიური ჩართულობა შრომის ბაზარზე, მათი ინტელეტუალური და ეკონომიკური შესაძლებლობების რეალიზაცია დადებითად აისახება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით, მშპ-სა და ეკონომიკურ ზრდაზე, რაც ადასტურებს რომ სადისერტაციო ნაშრომის თემა უაღრესად აქტუალურია.
ქალების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა შრომით ბაზარზე დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის. მაგალითად, აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნები (სადაც მსოფლიოს მშპ–ს 40% იწარმოება) კარგავენ 42-47 $ აშშ მილიარდამდე შემოსავალს წლიურად, დასაქმების სფეროში ქალთა ხელმისწავდომობის შეზღუდულობის გამო. მსგავსმა შეზღუდვებმა დააკისრა მასიური ხარჯები მთელ ახლო აღმოსავლეთს. პრობლემის გაგრძელებას წარმოადგენს შრომის ბაზარზე არსებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური გენდერული სეგრეგაცია, რაც გამოიხატება ეკონომიკისნაკლებად შემოსავლიან დარგებში დაბალ ანაზღაურებად სამუშაოებზე ქალების დასაქმების მაღალი მაჩვენებლით.
ქალთა ჩართულობის გააქტიურება ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, აქტუალურია ყველა ქვეყნისათვის, განსაკუთრებით პრობლემურია მდგომარეობა განვი¬თა¬რებად ქვეყნებში, მით უფრო, აქტუალური და მნიშვნელოვანია ქართულ სინამდვილეში, რამდენადაც ერთის მხრივ, შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს გენდერული თანასწორობის იდეას, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ცნობიერება ხშირად მოიცავს სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს და დისკრიმინაციის ფაქტებს, ასევე ხშირია პრაქტიკული მაგალითები, როდესაც ირღვევა ქალთა უფლებები და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყნის ეკონომიკა კარგავს შემოსავლის სოლიდურ ნაწილს, როცა ვერ (არ) იყენებს ქალთა უდიდეს ინელექტუალურ პოტენციალს.
დანართიუკან |