სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „ერთიანი ევროპა - თეორია მოქმედებაში“, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი, 4 მაისი, 13:00საათი, I კორპუსი, 505-ე აუდიტორია.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში ევროპული სახელმწიფოები მუდმივად შეიარაღებული კონფლიქტების რეჟიმში თანაცხოვრობდნენ. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ, კონფრონტაციის სივრცე კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა ევროპა კვლავ მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში დარჩა. შექმნილ ვითარებაში ევროპული საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა (ჰუმანისტებმა, განმანათლებლებმა და ა.შ.) აქტიურად დაიწყო ფიქრი როგორ მიეღწიათ „მარადიული მშვიდობისათვის“, რომლის ძიებაშიც დაიბადა ევროპის გაერთიანების იდეა.

სამეცნიერო სემინარის ფარგლებში განხილული იქნება XVIII-XIX საუკუნეების ფრანგი, ინგლისელი, გერმანელი და ამერიკელი ფილოსოფოსების, მწერლების და საზოგადო მოღვაწეთა იდეები ევროპის ქვეყნების გაერთიანების და ფედერაციული სუბიექტის შექმნის შესახებ. ფართოდ არის გაშუქებული პან-ევროპული მოძრაობის, ზეეროვნულობის პრინციპზე დაფუძნებული ევროპის ქვეყნების პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ინტეგრაციის და  „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნის მიზნით მეოცე საუკუნის ევროპის ქვეყნების პრაგმატულად მოაზროვნე საზოგადოებრივ-პოლიტიური წრეების მოღვაწეობა. სწორედ განმანათლებლების იდეების და პანევროპული მოძრაობის ლიდერების მოღვაწეობის შედეგად მატერიკზე კოლექტიური უსაფრთხოების, თავდაცვისა და საერთო კეთილდღეობის კონცეფციის განხორციელება გარკვეული ფორმით, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რამაც თავის მხრივ უზრუნველჰყო გლობალურ ასპარეზზე ერთიანი ევროპის ერთერთ ძლიერ სუბიექტად ფორმირება.
 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა