სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: „ინტერნეტრესურსები მასწავლებლებისთვის“, განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი დარეჯან გელაძე, 24 მაისი, 50-ე აუდიტორია, 13:00 საათი

დღეისათვის, როდესაც სასწავლო პროცესმა ტრადიციული აუდიტორიიდან ვირტუალურ საგანამათლებლო სივრცეში გადაინაცვლა; როდესაც ციფრულმა სამყარომ სრულიად შეცვალა ინფორმაციისადმი ხელწვდომობა და ინფორმაციის მართვა; როდესაც სწავლება ციფრულ სამყაროში მეტად  კოლაბორაციულია; როდესაც მოსწავლე არა მხოლოდ პასიური, ინფორმაციის მიმღებია არამედ სწავლის პროცესში ასრულებს ძალზედ აქტიურ როლს, ავტორის, კრეატორის, შემფასებლის და კრიტიკული კომენტატორის; როდესაც სწავლის პროცესი ხდება ინფორმაცილ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული;  ვფიქრობთ, აქტუალურია სასწავლო პროცესში ინტენსიურად მოხდეს ვირტუალური ტექნოლოგიების, სწავლების ვირტუალური გარემოს ინტეგრაცია, რათა დღევანდელი ციფრული თაობისათვის უცხო არ აღმოჩნდეს არა მხოლოდ ევროპული, არამედ მსოფლიო საგანმანათლებლო ვირტუალური გარემო. ტექნოლოგიები და ინტერნეტი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს მოვიპოვოთ რესურსები სწავლებისათვის, გავამდიდროთ გაკვეთილები ინტერაქტიული პროგრამებით და მულტიმედია მასალებით. მასწავლებლისთვის ხელსაყრელია დიდაქტიკური თამაშების, სახალისო დავალების, ქვიზის განთავსება ინტერნეტსივრცეში. რაც  მოსწავლეებს უმაღლებს მოტივაციას, სწავლისა და თამაშის ურთიერთშეთავსებით სწავლების პროცესი აღარაა მათთვის დამღლელი და ერთფეროვანი.


 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა