სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „უცნაურ პერსონაჟთა ტიპები და ფსიქო-სოციალური პრობლემა ლიტერატურული კომპარატივისტიკის კონტექსტში“, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინე სიორიძე, 17 მაისი, 15:00 საათი,17-ე აუდიტორია, I კორპუსი

ლიტერატურაში მხატვრული პერსონაჟის შექმნა, სინამდვილის მხატვრული ასახვა განპირობებულია ამ სინამდვილისადმი ლიტერატურული ნაწარმოების ავტორის დამოკიდებულებით. ავტორის პიროვნება ყოველთვის აღბეჭდილია ნაწარმოებში. ამიტომ, რაც უფრო ღრმა განცდების პრიზმაში ატარებს მწერალი ასახულ სინამდვილეს, მით უფრო ფასეული და მიმზიდველია მისი ნამუშევარი. მხატვრული შემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანს, მისი სრულყოფის მაჩვენებელს, ხასიათის ტიპების მთელი სისრულით წარმოჩენა, მათი ურთიერთმიმართების მაღალ მხატვრული ფორმით ასახვა წარმოადგენს.

მხატვრული პერსონაჟის შექმნის პროცესი გარდა იმისა, რომ ემორჩილება შემოქმედებითი ფანტაზიის კანონებს, არის მწერლის იდეოლოგიის, მრწამსის, შეხედულების მატარებელი. მხატვრული ნაწარმოები, ამ ნაწარმოების პერსონაჟების ხასიათები იქმნება გარკვეული მიზნით ავტორის მიერ, რომელიც ამჟღავნებს გარკვეულ სუბიექტურ დამოკიდებულებას, სიმპატიასა და ანტიპატიას ამ პერსონაჟებისადმი. მწერალი ღრმად იხედება სოციალურ მოვლენებში, მათი შინაგანი წინააღმდეგობის არსში და ასახავს საზოგადოებრივი ძალების ტიპიურ ხასიათებს საკუთარი პიროვნების პრიზმაში გავლით. რადგანაც ყველა მხატვრული ნაწარმოები წარმოადგენს სუბიექტურისა და ობიექტურის ერთიანობას, ამიტომ ნაწარმოებს ყოველთვის ატყვია ეპოქის გავლენა და მწერლის ინდივიდუალობა. ეს არსი ჩაქსოვილია პერსონაჟებში. ხელოვნებაში ხასიათის ტიპის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა საერთო, ზოგად, განმეორებად ნიშნებს, არამედ ტიპიურს, რომელშიც მჟღავნდება ადამიანის შინაგანი ბუნება. ლიტერატურაში და ხელოვნებაში ერთი ნიშანდობლივი სულიერი ნიშნის წინ წამოწევით დახატულია მთლიანად ადამიანის ხასიათი, მისი საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან დამოკიდებულების ყველა მხარე.

ჩვენ კვლევის მიზანია „უცნაური ადამიანის“ განსხვავებული, არაორდინალური ტიპის სახეში გავაერთიანოთ და ხაზი გავუსვათ ბევრ ფსიქო-სოციალურ პრობლემას. კერძოდ, ფოლკნერის, დოსტოევსკის და ამირეჯიბის რომანების მიხედვით. ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებული დარგი – ქარაქტეროლოგია, რომლის მიზანია ხასიათის არსის შესწავლა, ხასიათის მეცნიერული ტიპოლოგია, რამდენადმე საშუალებას მოგვცემს, რომ გავშიფროთ ფოლკნერის, დოტოევსკის და ამირეჯიბის  უცნაურ პერსონაჟთა ხასიათის ტიპები და მათი შექმნის მიზანი.

 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა