სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: d - მეტალების კოორდინაციული ნაერთები ზოგიერთ ჰიდრაზიდსა და მათ ნაწარმებთან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო დიდმანიძე, 25 მაისი, 14:00 საათი, 103-ე აუდიტორია, II კოპრუსი

კვლევის აქტუალობა:  ჰიდრაზიდებსა და მათ  ნაწარმებთან  მეტალთა კოორდინაციული ნაერთების კვლევისადმი გაზრდილი ინტერესი  განპირობებულია ჰიდრაზიდების, ჰიდრაზონების და მათი  მეტალოკომპლექსების სპეციფიკური ფიზიკურ – ქიმიური თვისებებით და მათი გამოყენების შესაძლებლობით მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და  მრეწველობაში.
ჰიდრაზიდების  ერთ- ერთ საინტერესო თვისებას  წარმოადგენს  მათი მაღალი  ბიოლოგიური აქტივობა.  დღემდე  კარგადაა  შესწავლილი  მეტალთა  კოორდინაციული  ნაერთები  პირველად ჰიდრაზიდებთან, R – CONHNH2 . რაც შეეხება მეორად ჰიდრაზიდებთან  მეტალების კოორდინაციულ ნაერთებს, ისინი არასრულყოფილად არის შესწავლილი.  R – CONHNHOC- R .  სადაც  R = H, CH3, C6H5   და სხვ.
სამედიცინო კუთხით   ჰიდრაზიდებისა და  მათი ნაწარმების  ბიომეტალებთან კომპლექსნაერთთა გამოყენება  ხდება ანტიტუბერკულოზური,   ფსიქოტროპული,  ანტიკანცეროგენული, ანტიანემიური,  ბაქტერიოციდული, ბაქტერიოსტატიკური   კარდიოთერაპიული და სხვა მიმართულებით.
გარდა აღნიშნულისა,  ჰიდრაზიდები და მათი ნაწარმები, შეიცავენ  ბიოლოგიურად აქტიურ პეპდურ ჯგუფებს, რის გამოც საინტერესონი არიან იმ თვალსაზისითაც, რომ ისინი შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც აზოტის ბიოლოგიური ფიქსაციის შუალედური მოდელები.
აღნიშნული  მიმართულებით კვლევები აქტუალური და პერსპექტიულია და მათ აქვთ როგორც თეორიული, ისე გამოყენებითი მნივნელობა.
დონორული ატომების  სივრცითი განლაგება  მეორად  ჰიდრაზიდებში  ხელს უწყობს  მტკიცე ხუთწევრიანი და  შედარებით  არამტკიცე  ოთხწევრიანი მეტალოციკლების  წარმოქმნას, რომელთა გარკვეული ნაწილი აგრეთვე გამოირჩევა ბიოაქტივობით.  .
                      კვლევის  მიზანი:

  • ზოგიერთი  d-მეტალის ( Mn, Co, Ni, Cu, Zn,  Cd ) ჰიდრაზიდებსა და მათ ნაწარმებთან კომპლექსწარმოქმნის  ოპტიმალური  პირობების დადგენა;
  • შესაბამისი  კომპლექსნაერთების  სინთეზი და მათი კრისტალურ მდგომარეობაში  გამოყოფა;
  • სინთეზირებული კომპლექსების  შედგენილობის განსაზღვრა  და ზოგიერთი ფიზიკურ – ქიმიური თვისების შესწავლა;
  • მიღებული კომპლექსების  შთანთქმის  ინფრაწითელი სპექტრების და  მოლეკულური  აღნაგობის  შესწავლა.

სინთეზირებული  მეტალოკომპლექსების   კვლევისას  გამოყენებული  მეთოდები : ქიმიური  ანალიზი; სპექტროსკოპული  ანალიზი; თერმოგრავიმეტრული  ანალიზი.
კომპლექსწარმომქმნელი  მეტალები : Cu (II) , Co( II),  Ni(II), Zn, Cd

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა