სემინარები

სამეცნიერო სემინარი თემაზე: ბოსტნეულთა დომინანტი პათოგენები აჭარის პირობებში, ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ოთარ შაინიძე, 29 მაისი, 15:00 საათი, აგრარული მიმართულების სასწავლო კორპუსის #35 აუდიტორია

ბოლო წლებში მოსახლეობის გადაუდებელ ამოცანად არის მიჩნეული მებოსტნეობის წარმოების განვითარება, განსაკუთრებით კი პომიდორის,  კიტრის, გოგრას, ბადრიჯანის, სტაფილოს, კომბოსტოს, წიწაკას და სხვ.  სამწუხაროდ, ბოსტნეული კულტურების ფართო წარმოებას, სხვა ფაქტორებთან ერთად,  ხელს უშლის სხვადასხვა მავნე ორგანიზმები, განსაკუთრებით კი  სოკოები, ვირუსები, ბაქტერიები და სხვა პათოგენი მიკრობიონტები. რეგიონის ოროგრაფია, ნიადაგობრივი და  კლიმატური პირობები (ხშირი წვიმები, თბილი ნოტიო ამინდი, ნიადაგის მაღალი ტენიანობა და სხვ.)  ხელს უწყობს     სხვადასხვა დაავადების გამომწვევთა ფართო განვითარება – გავრცელებას. ხშირია  შემთხვევა, როდესაც დომინანთ დაავადებათა ზემოქმედების შედეგად  მოსავალი მინიმუმამდე მცირდება, ხოლო ზოგიერთ ნაკვეთში კი მთლიანად ნადგურდება.

გამომდინარე აქედან ჩვენი კლევის ძირითად  მიზანს შეადგენდა აჭარის მთელ ტერიტორიაზე  ბოსტნეულ კულტურებზე გავრცელებულ დაავადებათა გამომწვევი მიკრობიონტთა  სახეობრივი შემადგენლობის დაზუსტება და, მათ შორის, ყველაზე ფართოდ გავრცელებული და მავნე დომინანტის დადგენა, მათი განვითარება – გავრცელების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების გაანალიზება, მიყენებული ზიანის დადგენა და დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების შერჩევა.

ჩვენს მიერ ბოსტნეულ კულტურებზე გამოვლენილ 67 დაავადებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა ბოსტნეულთა ტრაქეომიკოზური (ფუზარიოზული და ვერტიცილოზიური) ჭკნობა, ფიტოფტოროზი, სეპტორიოზი, ცერკოსპოროზი, ანთრაქნოზი, ნაცარი, პლაზმოდიოფოროზი და სხვ. როგორც კლევებმა გვიჩვენა მათ შორის დომინანტია ბოსტნეულთა ტრაქეომიკოზური ჭკნობა, რომლის გამომწვევია სოკო Fusarium sp.   იგი ჩვენს მიერ პირველსდ არის აღწერილი,   გამოირჩევა დიდი აგრესიულობით – სიმწიფის პროცესში  იწვევს ნაყოფების ლპობას,  ცვენას და მთლიანად მცენარის ნაადრევ ჭკნობას.

ბოსტნეული კულტურების მეორე დომინანტ დაავადებად ითვლება ფიტოფტოპროზი - Phytophthora parasitica Dast. ეს სოკო პოლიფაგია და სხვადსხვა კულტურული მცენარის ფესვის ყელის დაზიანებას იწვევს. დაავადება უმთავრესად სანერგეებში ან ღია გრუნტში გადარგულ ნერგებზე გვხვდება. იგი ახალგაზრდა აღმონაცენების ფესვის ყელის სიდამპლეს იწვევს. როგორც გაირკვა დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ხშირი ნარგავები, სადაც აერაცია ნაკლებია და სინესტის ჭარბად დაგროვებას აქვს ადგილი, რითაც დაავადებისათვის ხელშემწყობი პირობა იქმნება. მითუმეტეს, რომ  ნერგს   ხშირად რწყავენ.

ბადრიჯანისა და წიწაკას  დაავადებებიდან ნაყოფის სიდამპლე ანუ ფომოპსისი – Phomopsis vexsans  დომინანტი პათოგენია. ორივე კულტურაზე ერთნაირი დავადების სიმპტომები ვითარდება.  ჩვენში,  მართალია, ამ დაავადებას ნაყოფის სიდამპლეს უწოდებენ, მაგრამ გვხდება აღმონაცენზე, ღეროზე, ფოთლებზე და სხვ. აღმონაცენის დაავადების დროს ხდება ჩვეულებრივი ნერგების წაწვენა. სოკო აზიანებს აღმონაცენის ფესვის ყელს, რომელიც ჭკნება, მურა ფერის ხდება,   ყელთან ლპება  და ბოლოს იქცევა.

ბოსტნეულთა სიდამპლეს, გარდა Phytophthora parasitica - სა,   იწვევს აგრეთვე Phytopthora infestans.   ეს სოკო  ცნობილია როგორც კარტოფილის დაავადებათა გამომწვევი, მაგრამ არანაკლებ ზიანს აყენებს მრავალ სხვა ბოსტნეულსაც. დაავადება შემდეგნაირად ვლინდება: ჯერ ნაყოფის კანქვეშ მურა ლაქა ჩნდება, რომელიც მთელ ნაყოფს მოედება და ბოლოს ნაყოფი ლპება.

კიტრის, გოგრას, ჭარხლის და სხვა  ბოსტნეული კულტურების სერიოზულ დომინანტ დაავადებად ითვლება ნაცარი - Erysiphe communis.  იგი უმთავრესად ზაფხულის შუა ან მეორე ნახევარში ჩნდება. დაავადების დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ბოსტნეულთა ფოთლები და ღეროები მთლიანად იფარება ნაცრისფერი ძლიერი ფიფქით; ფიფიქი დასაწყისში ცალკე ლაქების სახითაა, შემდეგ კი ერთიანდება და  ფოთოლი თანდათან ხმება.

როგორც დაკვირვებებმა გვიჩვენა ცდაში ჩართულ პომიდორის 11 ჯიშიდან პომიდორის დაავადებებისამი ყველაზე მაღალი (HR-9 ბალი, 100%)  გამძლეობა გამოიჩინა  ბულგარულმა ჯიშმა  Hyb. F1            და  უკრაინულმა ჯიშმა  Hyb. Sedi Ledi, მაღალი (R-7  ბალი, 90%) გამძლეობა გამოიჩინა  ამერიკულმა ჯიშმა Florida 46 და უკრაინულმა ჯიშმა Tаlant, საშუალო გამძლეობა (MR-5 ბალი,15,1– 35,0 %)  გამოიჩინა ბულგარულმა ჯიშმა Оranj-1 და უკრაინულმა ჯიშმა Charcov; დაავადებებისადმი  მიმღებიანი (S-3 ბალი-35,1–50,0 %) აღმოჩნდა იტალიურმა ჯიშებბმა  Var.Romanesco,  Var. Romanesco 1 და ქართულმა ჯიშმა Var. Choportula. ძალიან მიმღებიანი აღმოჩნდა უკრაინულმა ჯიშმა Var. jina და ქართულმა ჯიშმა Adlia.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა