სემინარები

ინოვაციები გლობალიზაციის პირობებში. ასოცირებული პროფესორი ირმა ჩხაიძე, 6 ივნისი, 11.00 საათი, 418 აუდიტორია.

კვლევის აქტუალობა: ინოვაცია, როგორცახალი იდეების გაერთიანების პროცესი, უმნიშვნელოვანეს გავლენასახდენს საზოგადოებაზე და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქმნის ,,საზოგადოებრივ  კეთილდღეობას“, რომლის შექმნას განაპირობებს  ერთის მხრივ როგორც სახელმწიფო ,,საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ ანუ საზოგადოების ცხოვრების მაღალი დონის შექმნის მიზნით და მეორეს მხრივ ბიზნეს სექტორი ,,ინდივიდუალური კეთილდღეობით“ ეს უკანასკნელი ეფუძვნება ,,პირადი კეთელდღეობის’’ შექმნას და ითვალისწინებს არა მხოლოდ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მოპოვებას ან შენარჩუნებას არამედ ,,საზოგადოებისათვის არაწინააღმდეგობრივი“ კეთილდღეობის შექმნის საფუძველზე მაქსიმალური მოგების მიღებას.

ნაშრომის კვლევის მიზანია: გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს პოზიციების შესწავლა-გაანალიზება. რადგან, ინოვაციების გლობალური ინდექსის  მიზანია: აჩვენოს ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციები; წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაოა დგილების ზრდის მიღწევა; დაეხმაროს დარჩევები მისცეს  ქვეყნებს, თუ რა არის საჭირო ინოვაციების განსავითარებლად  აუცილებელი  პირობების/გარემოს შესაქმნელად.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე განსახორციელებელი ამოცანებია:ინოვაცის, როგორც გლობალიზაციის სტრატეგიული ელემენტის შესწავლა განვითარებული ქვეყნების მაგალითზე; გლობალური ინოვაციების ინდექსის კომპონენტების შესაბამისად საქართველოს პოზიციების გაანალიზება.

ამრიგად,  თანამედოვე საბაზო ეკონომიკის პირობებში ერთი მხრივ ინოვაციების როლი ბიზნესში უმნიშვნელოვანესია მათთვის კონკურენტუნარიანობის მოპოვების მიზნით; მეორე მხრივ კი ინოვაცია მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური  ზრდის ტემპების მიღწევისათვის და რომ ინოვაციების დანერგვა საჭიროებს სახელმწიფოსაგან  წამახალისებელი ღონისძიებების გატარებას.

კვლევები ცხადყოფს, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საინოვაციო სისტემის განვითარება, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში საინოვაციო პოლიტიკის საფუძველზე ხორციელდება. საქართველოსთვის ეს ფაქტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

მსოფლიოში საინოვაციო პროცესების შესწავლისა და საქართველოში ინოვაციის სფეროში მდგომარეობის ანალიზის შედეგად შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საინოვაციო პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში პოზიტიურია. დღეისათვის შექმნილია წინაპირობები საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებისთვის და ხელისუფლების მიერ გადაიდგა  ინოვაციური  განვითარების მიმართულებით  რიგი  პრაქტიკული  ნაბიჯები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა