წარმოდგენილი სემინარის თემაა, იდიომების ეტიმოლოგიური კვლევა და მათი ლექსიკონური თარგმანის ადექვატურობა. შესაბამისად კვლევის მიზნებია:
-
რამდენად ხშირად გამოიყენებენ სხვადასხვა სახის საზღვაო იდიომებს ინგლისურენოვან თანამედროვე პუბლიცისტიკაში, კერძოდ 2000 იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში: გარდიანი, ფორტუნა, შოტლანდიელი, დამოუკიდებელი და სხვა.
(THE GUARDIAN; FORTUNE; THE SCOTSMAN; THE INDEPENDENT). - როგორია მათი ეტიმოლოგია (ინგლისურენოვან ლექსიკონებზე დაყრდნობით) და
- თუ მოგვეპოვება მათი ადექვატური შესატყვისები ქართულენოვან ლექსიკონებში.
წარმოდგენილია რამდენიმე საზღვაო იდიომი და გაკეთებულია დასკვნები, რომ:
- არამართებულმა თარგმანმა იდიომატური ფრაზებისა, შეიძლება გამოიწვიოს ინგლისურენოვანი ტექსტების არააადექვატური ინტერპრეტირება და თარგმანი.
- გამოსაკვლევია არამარტო საზღვაო, არამედ სხვა იდიომების შესაბამისობა ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებთან.
- შეივსება ინფორმაციული დეფიციტი, რომელიც მათი შესატყვისი ფორმების უქონლობის შემთხვევაში წარმოიშვება
- კიდევ უფრო განვითარდება კულტურათაშორისი დიალოგი და ამით საფუძველი ჩაეყრება კვლევის მთავარი შედეგს:
- შეიქმნას იდიომების ქართულენოვანი ახალი მცირე ლექსიკონი.
უკან |