სემინარები

"ინფორმაციული და ქსელური რესურსების დაცვა, საფრთხეების გამოვლენის ახალი მიდგომები", ასოც. პროფ. მიხეილ დონაძე და მოწვეული მასწავლებელი ბესიკ ბერიძე. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, აუდიტორია 22, 11 ივნისი, 12 საათი.

კომპიუტერებისა და კომპიუტერული ქსელების რიცხვის ზრდამ, ქსელური ტექნოლოგიების და ინტერნეტის ტექნოლოგიების ფართო გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა არა მხოლოდ მომხმარებლები და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებები, არამედ გაზარდა ქსელური ბიზნეს-პროცესების რეალიზაციის შესაძლებლობები.

ინტერნეტ-ტექნოლოგიების მზარდ შესაძლებლობებთან ერთად გაიზარდა მონაცემების დაკარგვის რისკი, ასევე რეპუტაციის და ფინანსური დანაკარგები. სტატისტიკა უჩვენებს, რომ ყოველწლიურად იზრდება კომპიუტერული დამნაშავეების მიერ მიყენებული ფინანსური ზარალი. აქედან გამომდინარე ორგანიზაციებს, კომპანიებს და რიგით მომხმარებლებს უხდებათ გამოყონ დრო და საშუალებები ინფორმაციისა და ქსელური რესურსების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად.

უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი სისტემის ყველა სტრუქტურულ ელემენტზე, ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიური ციკლის ყველა ეტაპზე. მნიშვნელოვანი ეფექტი მიიღწევა მაშინ, როცა გამოყენებული მეთოდი, საშუალება და მიღებული ზომები ერთიანდება მთლიან ორგანიზმად - ინფორმაციის დაცვის სისტემად (იდს). ამავე დროს სისტემის ფუნქციონირება უნდა იყოს კონტრო­ლირებადი, განახლებადი და შევსებადი, გარე და შიდა პირობების ცვლილების მიხედვით.

სასემინარო მოხსენება ეხება ინფორმაციული რესურსების, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს, საქსელო რესურსების დაცვის პრობლემებს და ამოცანებს. სემინარში განხილულია ინფორმაციული და ქსელო რესურსების საფრთხეები, შეტევის სახეები, გამოვლენის მეთოდები და საშუალებები.

  • გაანალიზებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის სტრუქტურის  კომბინირებული დონეები.
  • შემოთავაზებულია შეტევების გამოვლენის სისტემები, რომლებიც დაფუძნებულია ქცევებში ანომალიების ძიების მეთოდზე და წარმოდგენს ახალ მიდგომას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ცნობების გამოყენებისა და საინფორმაციო სისტემებზე შეტევების აღმოჩენის მიზნით.
  • ინტეგრალური მიდგომის საფუძველზე შემუშავებულია შეტევების აღმომჩენი სისტემის ეფექტურობის გაზრდის მეთოდი.
  • წარმოდგენილია საინფორმაციო სისტემებში რისკების მართვის კონცეფცია.
  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა