უკანასკნელი ათეულიწლების განმავლობაში მძიმე მეტალების შემცველობა გარემომცველ გარემოში - ჰაერში, წყალსა, ნიადაგში და საკვებ პროდუქტებში - საგრძნობლად იზრდება. ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა მძიმე მეტალების რკინა, სპილენძი, თუთია, კობალტი, ნიკელი, კადმიუმის და ტყვიის შემცველობა ციტრუსების ნაყოფში (ქერქი, რბილობი) უსასუქოსა და - აზოტოვანი სასუქების ფორმებთან დაკავშირებით და შეგვედარებინა ის ასევე ჩვენს მიერ ადრე ჩატარებულ კვლევებთან.
ჩატარებული კვლევების შედარებამ გვიჩვენა, რომ მიღებული მონაცემებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მძიმე მეტალების შემცველობა გაზრდილია ქერქსა და რბილობში, მაგრამ ის არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ელემენტების შემცველობა გათანაბრებულია ქერქსა და რბილობს შორის.
მოსახლეობის მუდმივმა ზრდამ და წარმოების სწრაფმა განვითარებამ XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და რეგიონებში სიტუაცია ეკოლოგიური კრიზისამდე მიიყვანა. ბუნებრივი აირის დეგრადაციის ძირითად ფაქტორს მიეკუთვნება მისი დაბინძურება სხვადასხვა პოლუტანტებით, რომელთა შორის ერთ - ერთი მთავარი ადგილი მძიმე მეტალებს უჭირავს.
მძიმე მეტალები - ქიმიური ელემენტებია, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტოქსიკურობით ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის და უნარით კვებითი ჯაჭვის საშუალებით მოხვდნენ ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში, რაც წარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას მათი ცხოველმყოფელობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პოლუტანტებს შორის, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ადამიანზე, მძიმე მეტალებს მეორე ადგილი უჭირავთ პესტიციდების შემდეგ და მნიშვნელოვნად უსწრებენ ისეთ კარგად ცნობილ გარემოს დამაბინძურებლებს, როგორიცაა ნახშირბადის ოქსიდი და გოგირდი.
როგორც გამოკვლევები ადასტურებს, უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში მძიმე მეტალების შემცველობა გარემომცველ გარემოში - ჰაერში, წყალსა და ნიადაგში - საგრძნობლად იზრდება. ეს დაკავშირებულია საწარმოების მკვეთრ და აქტიურ ზრდასთან, ავტოტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან, ყოველწლიურად ნიადაგში მინერალური სასუქების მაღალი დოზების შეტანასთან, პესტიციდებისა და ჰებიციდების ფართო გამოყენებასთან. ამასთანავე მძიმე მეტალებს აქვთ დაშლის ხანგრძლივი პერიოდი ტოქსიკური თვისებების შენახვით და ასევე კუმულატიური მოქმედებით გროვდებიან ცოცხალ ორგანიზმში.
პრეზენტაციაუკან |