სემინარები

"ეროვნული გამოცდებისთვის მზაობის პრობლემა" -- განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა მამულაძე. 2018 წლის 18 ივნისი, დღის 12 საათი. 59-ე აუდიტორია

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული სამყარო ძალზე სერიოზულად უდგება განათლების ყველა დონეზე სწავლების ხარისხს, განსაკუთრებული ყურადღება ამ მხრივ  ეთმობა ფუძემდებლურ საფეხურს - სასკოლო განათლებას.

 უდავოა, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც საქართველოში განათლების სფეროში გატარდა,  დასავლური გამოცდილების გაზიარებას წარმოადგენდა. თუმცა საკამათოა, რამდენად სწორად იქნა გაზიარებული დასავლური გამოცდილება, რომელი სახელმწიფოს განათლების სისტემა უნდა აგვეღო მაგალითად,  რატომ არ ვსწავლობთ ევროპის ისეთი წამყვანი სახელმწიფოებისაგან, როგორიცაა მაგალითად ფინეთი და ნორვეგია, გერმანია და ინგლისი.

განათლების რეფორმის ფარგლებში ზოგადი განათლების სფეროში სისტემის გამჭვირვალობისა და ხარისხის უზუნველყოფისთვის მრავალი ცვლილება დაიგეგმა და განხორციელდა. შეიცვალა და უფრო გამჭვირვალე გახდა დაფინანსების სისტემა, გარკვეულწილად გაიზარდა დაფინანსების ოდენობა, სკოლებს აქვთ ზუსტი ორიენტირი, თუ რა მიზნებს ემსახურებიან,  შეიქმნა პროფესიული სტანდარტები მასწავლებლებისთვის, სამეურვეო საბჭოების მეშვეობითა და სკოლის ბაზაზე უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე სკოლების მართვაში მეტად არის გათვალისწინებული ადგილობრივი საჭიროებები და ინტერესები. ასევე  შემუშავდა ზოგადი განათლების ფარგლებში სწავლა-სწავლების მარეგულირებელი ახალი ზოგადი ნორმატიული დოკუმენტები - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა, დაიწერა ახალი სახელმძღვანელოები და შეიცვალა სკოლის მართვის მოდელი. ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კვლევის შედეგების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შემდეგ, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა კორუფციის დონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცესში.     მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს,  სისტემა კვლავ მრავალი გადასაჭრელი პრობლემის წინაშე დგას.

 სკოლაში არსებულმა არააკადემიურმა დონემ, გაუმართავი სახელმძღვანე­ლოების დამკვიდრებამ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებულმა ხარვეზებმა, მასწავლებელთა გარკვეული ნაწილის არაკომპეტენტურობამ, სკოლებში დამკვიდრებულმა არაჯანსაღმა სიტუაციამ, მზარდმა ტექნილიგიურმა პროცესებმა, რომელმაც წიგნს მოწყვიტა მოსწავლეები და ფართოდ გაუღო კარი რეპეტიტორთა ინსტიტუტების რაოდენობრივ ზრდას,  გარკვეულწილად დაუქვეითა ავტორიტეტი სკოლას.

კვლევაში დასაბუთებულია მაღალმთიანი რაიონების საჯარო სკოლებში მიღებული განათლების  ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობა და მოწოდებულია სასკოლო განათლების თავისებურებებსა და პრობლემების ანალიზზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფოს, სკოლისა და საზოგადოებისაგან მხარდაჭერას მოითხოვს და რომელთა გათვალისწინება აამაღლებს სასკოლო განათლების ხარისხს და შედეგს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მზაობაში ჰპოვებს ასახვას.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა