სემინარები

"ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში მოქმედი გერმანული ენის სახელმძღვანელოების ანალიზი", ასოცირებული პროფესორი ნელი ახვლედიანი. სემინარი გაიმართება ამა წლის 15 ივნისს, 10:00 ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის კაბინეტში (408)

გერმანული ენის შემსწავსახელი სახელმძღვანელოების ფართო არჩევანს გვთავაზობს ბაზარი. სახელმძღვანელო უმნიშვნელოვანესი“ხელსაწყოა“ უცხო ენის მასწავლებლისათვის, რომელიც  ეხმარება პედაგოგს, სწორად წარმართოს საგაკვეთილო პროცესი.  თუმცა,  ზოგიერთი სახელმძღვანელო  უმეტესწილად აკმაყოფილებს მხოლოდ კომერციულ ინტერესებს და ნაკლებად უზრუნვეყობს უცხო ენის ცოდნის ხარისხის ამაღლებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სწორად შეირჩეს სამიზნე ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისი სახელმძრვანელო.

ზემოხსენებულმა მიდგომამ სახელმძღვანელოების მიმართ განაპირობა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში ჩაგვეტარებინა ემპირიული კვლევა.

კვლევის მიზანი იყო:

ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში მოქმედი გერმანული ენის სახელმძღვანელოების Begegnungen და Menschen ანალიზი ჰერმან ფუნკის შეფასების კრიტერიუმის მიხედვით, რათა დაგვედგინა სახელმძღანელოების ეფექტურობა, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და შესაბამისობა ერთიანი ევროპული ჩარჩო მოთხოვნების მიმართ. ემპირიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გერმანული ენის სახელმძღვანელო Menschen დიდი უპირატესობით სარგებლობს ვიდრე გერმანული ენის სახელმძღვანელო Begegnungen.

სუბიექტური მიდგომის თავიდან აცილების მიზნით,  მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, გვესარგებლა ექსპერიმენტული მეთოდით, რომელიც მიზნად ისახავდა  ორი ფოკუს ჯგუფის გამოცდას ერთიანი ევროპული ჩარჩო მოთხოვნის შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენებით დადგინდა, რომ ფოკუს ჯგუში - Menschen ბევრად უკეთესი შედეგებია ვიდრე ფოკუს ჯგუფში  Begegnungen.

ამრიგად, ემპირიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანული ენის სახელმძღვანელო Menschen სრულიად აკმაყოფილებს ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში გერმანული ენის შემსწავლელი სტუდენტების მოთხოვნებს და ამ უკანასკნელით სარგებლობის შემთხვევაში შედეგები გაცილებით უკეთესია, ვიდრე სახელმძღვანელო Begegnungen-ით სწავლების დროს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა