სემინარები

ზეინაბ გვარიშვილის სემინარი თემაზე "ქათინაურის სამეტყველო აქტი სოციო-დიგიტალურ კონტექსტში" სემინარი ჩატარდება 18.06 2018 12:00 საათზე აუდიტორია #20

როგორც ქათინაურის, ასევე მასზე პასუხის სამეტყველო აქტის თავისებურებები ხშირად ექცევა სხვადასხვა სფეროს ლინგვისტების სამეცნიერო კვლევის ინტერესთა სფეროში. შესაბამისად, დღესდღეობით არსებობს უხვი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც აღნიშნული საკითხის სოციოლინგვისტური,  პრაგმატიკული, ფქსიქოლინგვისტური და კულტურული ასპექტების კვლევას ეძღვნება. თუმცა უნდა აღინიშნოს,  რომ კვლევები,   სოციალურ ქსელებში  გამოყენებული  ქათინაურის და მასზე პასუხის სამეტყველო აქტის  განხორციელების ენობრივი თავისებურებების შესახებ საკმაოდ მწირია. რამაც ამ საკითხისადმი ჩემი ინტერესი გამოიწვია. 

 ზოგადად აღიარებულია, რომ ქათინაური სოციალური მოვლენაა და მისი გამოყენების შემთხვევაში ადრესანტის  უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაამყაროს და შეინარჩუნოს ჰარმონიული ურთიერთობა  თანამოსაუბრესთან. თავის მხრივ რეციპიენტი ცდილობს არ  დაარღვიოს საკომუნიკაციო კოოპერაციის პრინციპი და  ადეკვატურად უპასუხოს ადრესანტს. თუმცა, იმავდროულად დგება გარკვეული დილემის წინაშე - არ შელახოს თავისი   „ ნეგატიური “  და „პოსიტიური“ სახე.

 დღესდღეობით ქათინაურის სამეტყველო აქტი აქტიურად  გამოიყენება სხვადასხვა  სოციალურ ქსელებში. მომხმარებელთა მიერ შექმნილი  პროფილები, სადაც პირადი ინფორმაციის შემცველი მონაცემებია განთავსებული  გაჯერებულია ფოტოსურათებით. ანუ იმ ფაქტობრივი ინფორმაციით, რომელიც თავის მხრივ პროვოცირებას უწევს  ქათინაურის სამეტყველო აქტის წარმართვას. რეციპიენტი მზად არის მიიღოს ქათინაური, ხოლო ადრესანტი კი ხშირ შემთხვევაში იძულებულია მოიწონოს და ხშირად კომენტარიც დაურთოს სურათს,  მსგავსი სახის ვერბალური ქმედება კი თავის მხრივ გარკვეული საკომუნიკაციო კოოპერაციული პრინციპებით იმართება.          წინამდებარე კვლევის მიზანია დაადგინოს რამდენად  განსხვავდება ქათინაურის სამეტყველო აქტის წარმართვის პროცესი  ფიზიკურ  და ვირტუალურ კონტექსტებში. რა ლინგვისტური მახასიათებლებით გამოირჩევა სოციალურ ქსელში წარმართული აღნიშნული ტიპის ინტერაქცია და რა ენობრივ სტრატეგიებს მიმართავენ კომუნიკანტები წარმატებული სამეტყველო აქტის წარმართვისათვის.  

  აღნიშნული საკითხების კვლევისთვის ჩატარებული იქნა კვლევა  ნატურალისტური, დაკვირვების, რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. შერჩეული იქნა ერთნაირი სოციალური მაჩვენებლების მქონე  (სქესი, ასაკი განათლება ეროვნება)  10 აპლიკანტი, ხოლო ემპირიულ მასალად კი მათ სოციალურ გვერდებზე განთავსებული ქათინაურები და მათზე პასუხები იქნა გამოყენებული. ერთობლიობაში გაანალიზებული იქნა 115 ქათინაურისა და მასზე პასუხის სამეტყველო აქტი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ :

  • ქათინაურის პროდუცირებისა და მასზე პასუხის ვერბალური ქცევა  სოციო-დიგიტალურ სივრცეში  მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალური/ფიზიკურ  სივრცეში  განხორციელებული  იგივე ტიპის სამეტყველო ქმედებისაგან;
  • ქათინაურის თემას და ობიექტს განსაზღვრავს თავად  რეციპიენტი, რაც გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის ადრესანტის „ ნეგატიურ“  სახეს აიძულებს რა გააკეთოს გარკვეული სახის კომენტარი;
  • ქათინაურის უმეტესი წილი არა პიროვნული და ფორმულირებულია, რაც განპირობებულია კომპიუტერული კომუნიკაციის თავისებურებებით. (შეზღუდული საკომუნიკაციო საშუალებები)
  • განსხვავებით რეალურ/ფიზიკურ  სივრცეში  განხორციელებული,  ქათინაურზე პასუხის სამეტყველო აქტისა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები ძირითადად არიან ლაკონურები და მიმართავენ კომპიუტერული მედიისათვის დამახასიათებელ ვერბალურ და არა ვერბალურ (ანიმაციური ღიმილაკები,  პიქტოგრამები)  დათანხმების - ქათინაურის მიღების  როგორც იმპლიციტურ, ასევე ექსპლიციტურ ფორმებს.
  • ქათინაურის უარყოფის  ან/და ქათინაურის ობიექტის დაკნინების შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება რაც არ არის დამახასიათებელი რეალურ კონტექსტში მსგავსი ტიპის სამეტყველო აქტისთვის.
  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა