სემინარები

ბრუნების/ბრუნვის აღმნიშვნელი ზმნების სემანტიკა შეპირისპირებით კონტექსტში, ქეთევან სვანიძე სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სემინარის ჩატარება იგეგმება 11 ივლისს, 12 საათზე, 22-ე აუდიტორიაში

ბრუნების/ბრუნვის აღმნიშვნელი ზმნების სემანტიკა შეპირისპირებით კონტექსტში

ნებისმიერი კონკრეტული ენის შესწავლისადმი სისტემური მიდგომა მთელი რიგი თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის საშუალებას იძლევა. ამა თუ იმ კონკრეტული ენის ლექსიკის სისტემური, სხვა ენებთან (როგორც მონათესავე, ასევე არამონათესავე) შეპირისპირებით ასპექტში შესწავლისას შესაძლებელი ხდება მოცემული ენებისთვის დამახასიათებელი რიგი საბაზისო სიტუაციების გამოვლენა. სხვადასხვა კულტურის საერთო და განმასხვავებელი  სიტუაციების გამოკვეთა სხვადასხვა ენაში სხვადასხვა ასახვას პოულობს.  მაგრამ საბაზისო სიტუაციების მსგავსება შეიძლება იყოს როგოც ენობრივი მოვლენების მსგავსების, ასევე მატთ განსხვავების მაჩვენებელი.

აღნიშნული პრობლემის განხილვა წრიული მოძრაობის (ბრუნვის, ტრიალის) აღმნიშვნელი ზმნების ანალიზის საფუძველზე იქნა განხილული.  კვლევის მიზანი არის  ენებში ბრუნების/ბრუნვის/ტრიალის აღმნიშვნელი ზმნების  გამოყოფა, ენათშორის, შეპირისპირებით კონტექსტში მათი  უნივერსალური და სპეციფიკური ნიშნების გამოკვეთა და აღწერა, მათი სემანტიკის, ფორმათწარმოქმნისა და ფუნქციონირების თავისებურებების გამოვლენა, აღწერა და ანალიზი - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრუნების/ტრიალის აღმნიშვნელი ზმნების ტიპოლოგიურ პერსპექტივაში განხილვა.  

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა