სემინარები

გარემოს დაბინძურების ეკოლოგიური პრობლემები -აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჯაში პრეზენტაცია ცატარდება 2018 წლის 29 ივნისს 35 აუდიტორიაში. 14 სთ.

გარემოს  გაჭუჭყიანება  ტექნოლოგიური  პროგრესის  შედეგია, ადამიანის  სამეურნეო  საქმიანობამ დაარღვია  ელემენტების ბუნებრივი  განაწილება დედამიწის გეოგრაფიულ გარსში, რამაც გამოიწვია  გეოქიმიური ანომალიების  წარმოქმნა  და ბიოსფეროში  ღრმა  ცვლილებები  გამოიწვია. ამ  უკანასკნელმა  როგორც რეგიონალური, ისე გლობალური  ხასიათი  მიიღო.  

          გაჭუჭყიანება ხდება ეკოლოგიური სისტემების შეუქცევადი დაშლის მიზეზი.     ის ცვლის გარემოს გლობალურ ფიზიკურ - ქიმიურ პარამეტრებს.   გაჭუჭყიანების შედეგად ხდება ნაყოფიერი მიწების დაკარგვა, ეცემა ეკოლოგიური სისტემების და ბიოსფეროს პროდუქტიულობა. გარემოზე შესაძლებელი ნეგატიური ზემოქმედების სტაციონალური წყაროების გარდა დიდ ეკოლოგიურ საშიშროებას, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, წარმოადგენს ავტოტრანსპორტი.

     აგროეკოსისტემების მდგრადობა   ესაა  აგროეკოსისტემის  თვისება  შეინარჩუნოს  თავისი პარამეტრების და  სტრუქტურის მნიშვნელობა სივრცესა და დროში და ამავე დროს ხარისხობრივად არ შეცვალოს  ფუნქციონირების ხასიათი  და აქედან გამომდინარე  გარემოს გაჭუჭყიანების შესწავლას   და დაცვის ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს   მდგრადი სოფლის  მეურნეობის  განვითარებისათვის.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა