სამეცნიერო სემინარის თემა „უცხოელების ახალშენები საქართველოში“ მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს და ახალი ხედვითაა დაწერილი. ნაშრომში შესწავლა საკითხის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, დადგენილია თემის შესწავლის დონე, მოცემულია კვლევის მიზანი და ამოცანები.
ნაშრომში დაწერილია პირველწყაროების საფუძველზე. გამოყენებულია საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ცენტრალური სახელმწიფოს არქივების მასალები, მოსახლეობის 1897-2014 წლების აღწერის სტატისტიკური კრებულები, კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტებსა და კავკასიის კალენდარში მოცემული ცნობები და სხვა.
ნაშრომში შესწავლილია საქართველოში უცხოელების ახალშენის ისტორია XVI-XX საუკუნეებში. ხაზგასმულია, რომ საქართველოში უცხოელების ახალშენების ისტორია, პირობითად, სამ პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდი მოიცავს XVI-XVIII საუკუნეებს, მეორე– მეფის რუსეთის ბატონობის ხანას, მესამე 1918-1990 წლებს. ნაჩვენებია თითოეული პერიოდის ზოგადი ნიშნები და თავისებურებანი. ნაშრომში გაშუქებულია აზერბაიჯანელების, სომხების, ბერძნების, ოსების, რუსების, უკრაინელების, ქურთების, ჰემშილების და სხვათა ახალშენების ისტორია. განსაზღვრულია ამ ეროვნებათა ახალშენების მასშტაბი. ამასთან, განხილულია საქართველოში არაქართველების სამართლებრივ-უფლებრივი და სამეურნეო-ეკონომიკური მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო პირობები. დასკვნაში შეჯამებულია კვლევის შედეგები და მოცემულია რეკომენდაციები.
პრეზენტაციაუკან |