სემინარები

ფერის გამომხატველი ფრაზეოლოგიზმები ფრანგულ ენაში. ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორი ნატალია სურგულაძე 25 ივნისი 12:00 41-ე აუდიტორია

ფრაზეოლოგიზმები დამახასიათებელია ყველა ენისათვის, განვითარების რა დონეზეც უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ფრაზეოლოგია ენობრივი სისტემის განუყოფელ და ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.

ხატოვანი  გამონათქვამების, იდიომების  და  ფრაზეოლოგიზმების  ჯგუფში  შემავალი  ერთეულების  უმრავლესობაში  ნათლადაა  გამოხატული  ენის  ეროვნული  თვითმყოფადობა,  ისინი  ახდენენ  ამა თუ  იმ  ხალხის  კულტურისა  და  ფსიქოლოგიის   მთელი  რთული  კომპლექსის,  მისი  ხატოვანი  აზროვნების  განუმეორებელი  ხერხების  კონდენსირებას.  ქართულ  და  ფრანგულ ლექსიკაში   ხატოვან თქმათა  ძალზე  მდიდარი  ასორტიმენტია     წარმოდგენილი.

ფრაზეოლოგიური ერთეულების (ფე) წარმოქმნაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ ექსტრალინგვისტური ფაქტორები და, პირველ რიგში, მოსაუბრეთა მოთხოვნილება აზრის გადმოცემის ხატოვან-ექსპრესიულ საშუალებებზე. ფრაზეოლოგიური სისტემის განვითარებისა და გამდიდრების ტემპები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია მოთხოვნილება ამ საშუალებებზე მოცემულ ისტორიულ პერიოდში.

მოცემული სტატიაში ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ ფერებით შედგენილი ფრაზეოლოგიზმები ფრანგულ ენაში და კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ ამოუწურავ სფეროს. ზოგადად ფერები უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე,  განწყობაზე, ემოციებზე, საგნების არჩევანზე და ა.შ. მის საკვირველ ძალას ჩვენს გარშემო ყველგან და ყველაფერში ვხედავთ. ფერი შეიძლება იყოს მიმზიდველი და გამაღიზიანებელი, დამამშვიდებელი და აღმაშფოთებელი, მაცდუნებელი და აღმგზნები.

ფერთა აღქმა სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარად აისახება და განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენენ.

საკვანძო სიტყვები:  ფრაზეოლოგიზმები, ფერი, ლინგვოკულტურული, ნომინაცია, ეთნოფსიქოლოგია


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა