სემინარები

გრამატიკული ასიმეტრია- ევროპეისტიკის დეპარტამენტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო აროშიძე 29 ივნისი, 12.00 საათი, აუდიტორიაში #41

სემინარი შეეხება შეპირისპირებითი ლინგვისტიკის ისეთ საკითხს, როგორიცაა ენათშორისი ასიმეტრია, საკუთრივს გრამატიკული მნიშვნელობის გამოხათვის საშუალებები და მათი გათვალისწინება მთარგმნელობითი გადაწყვეტილებების მიღებისას.

ენათშორისი ასიმეტრია ენის სხვადასვა დონეებზე (ფონოლოგიური, სემანტიკური და სხვ.) ვლინდება და ასახავს ენების ისტორიულ განვითარებას. განსაკუთრებულ ინტერესს თარგმანმცოდნეობისთვის წარმოადგენს სწორედ გრამატიკული ასიმეტრია, რომელიც სემანტიკურთან შედარებით შეიძლება ნაკლებად პრობლემატური იყოს. ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სამიზნე და წყარო ტექსტებს შორის სინტაქსურ-მორფემული ეკვივალენტობის შენარჩუნება არ წარმოადგენს ისეთ პრიორიტეტს, როგორიცაა ეკვივალენტობა აზრობრივ და ლექსიკა-სემანტიკურ დონეზე. მაგ. ტექნიკურ ინსტრუქციაში ტერმინის გადმოცემის სიზუსტე მთარგმნელისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ხოლო მოქმედებითი გვარის ზმნის ფორმის შენარჩუნება შეიძლება მეორადი იყოს და თავისუფლად ჩანაცვლდეს ვნებითი ფორმით.

ამასთან, სხვა ჟანრის ტექსტის შემთხვევაში, ფორმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და გრამატიკული კატეგორიის უქონლობა ხდება მთარგმნელობითი შეცდობის მიზეზი აზრობრივ დონეზე. ასეთ შემტხვევაში, რიცხვის კატეგორიით დაწყებული და არტიკლით დამთავრებული განსხვავებები შესამჩნევ პრობლემას წარმაოდგენს და მოითხოვს მთარგმნელისგან შემოქმედებით მიდგომას მთარგმნელობითი გადაწყვეტილების მიღებისას. სემინარზე ყურადღება გამახვილდება სწორედ ასეთ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტილების გზებზე. 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა