სემინარები

პირამიდული ისტორია და წერის სწავლების ზოგიერთო ასპექტი განათლების ფაკულტეტი ასისტენტ პროფესორი - ქეთევან შოთაძე 26.06.2018 წ. 12: 00 სთ-ზე. 59-ე აუდიტორია

ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება ყველა დროში მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული როდესაც წიგნს, საწერ მასალასა და ცოცხალ მეტყველებას უალტერნატივო კონკურენტი — ისტტექნოლოგია — გამოუჩნდა.

წარმოდგენილ სემინარში წერითი მეტყველების პრობლემებს ვეხებით, რომლის  თა წავლა/სწავლების პროცესის თანამედროვე სკოლაში აქილევსის ქუსლად იქცა.  

წერითი მეტყველების სწავლება  ერთ-ერთი ურთულესი საკითხია. წერა და ფიქრი ურთიერთადაკავშირებული პროცესებია, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს გამოხატოს საკუთარი აზრი,  დამოკიდებულება და თვალსაჩინო გახადოს იგი მკითხველისათვის; წერა ხელს უწყობს კონკრეტულ თემაზე ფოკუსირებას, დაკვირვების უნარის განვითარებას, საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.   ცხადია, რომ წერითი მეტყველების ათვისების პროცესში ბავშვი მისთვის სრულიად ახალ უნარს უნდა დაეუფლოს - მან  სათქმელის წერილობით გადმოცემა უნდა ისწავლოს, დღეს   არაერთი მასწავლებელი წარმატებით იყენებს წერის „პირამიდული ისტორიის“ მეთოდს. პრაქტიკა ადასტურებს, რომ პირამიდული ისტორია   ხელს უწყობს ყველა მოსწავლის ჩართვას წერის პროცესში და მას  საინტერესო საქმიანობად აქცევს. საშუალებას აძლევს, მოკლე დროში ააგონ ტექსტი დამოუკიდებლად, შემდეგ კი  დახვეწონ იგი.  ამჯერად პირამიდული ისტორიის რამდენიმე განსხვავებულ ვარიაციას წარმოვადგენთ, რომლებიც, ვფიქრობთ, დაეხმარება მასწავლებელს წერის სწავლების პროცესი მოსწავლეთათვის საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა