სემინარები

„ცოდნის შემოწმება-შეფასებასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევის ხელშემწყობი სტრატეგიები უმცროსი მოზარდობის ასაკში" პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნანა მაკარაძე სემინარი ჩატარდება 2018 წლის 27 ივნისს, 14:00 საათზე ბსუ-ს N58 აუდიტორია

თანამედროვე პედაგოგიკაში პიროვნების ცნების ადგილის განსაზღვრისას ხაზს უსვამენ, რომ ის არის სისტემა მრავალ­ფეროვანი თვისე­ბების სპექტრით. კერძოდ, იგი მოიცავს:

ა) სოციალურად მნიშვნელოვან თვისებათა ერთობ­ლი­ო­ბას;

ბ) სამყაროსადმი და საკუთარი თავისადმი დამო­კი­დე­ბულებას;

გ) ქცევითი აქტების ერთობლიობას;

დ) სამყაროსა და საკუთარი თავის გაცნობიერებას;

ე) უნარებისა და შემოქმედებითი შესაძლებლობების ერ­თობ­ლიობას;

ვ) გარე პირობებზე რეაქციების  ერთობლიობას და სხვ.

ჩამოთვლილთაგან ჩვენ ბოლოს აღნიშ­ნუ­ლი თვისება დავისახეთ კვლევის საგნად: როგორ რეა­გირებს ბავშვი, მოსწავლე გარე პირობებზე და კერძოდ იმ სტრესულ სიტუაციებზე, რომლებშიც მას აყენებს სოციალური გარემო, რა გავლენას განიცდის მოსწავლის ქცევის წამყვანი ფორმა - სწავლა სტრესის შედეგად.

უმცროს მოზარდებში (IV-VI კლასები) სწავლასთან დაკავშირებული სტრესის უარყოფითი გავლენის ნეიტრალიზაციის პედაგოგიური პირობების განხილვასთან ერთად, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ცოდნის შემოწმება-შეფასებასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევის ერთ-ერთი ხერხი, კერძოდ, დავალების (და შესაბამისად - შეფასების) ნებაყოფლობითი არჩევის პროცედურა, ანუ სხვადასხვა დონის დავალებიდან სასურველის ნებაყოფლობით არჩევა. მოსწავლის ცოდნის ამ ფორმით შემოწმება ბავშვის თვითშეფასებასაც უწყობს ხელს და ემოციურ მდგრადობაზეც ახდენს გავლენას. ამას ადასტურებს ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა