სემინარები

სასემინარო თემა:საქართველოს და ახლო აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა: ვიზუალური ანთროპოლოგია, ეთნოგრაფიული ტურიზმი და ეროვნებათაშორისი ურთიერთობები. ასოცირებული პროფესორი მანუჩარ ლორია. 4 ივლისი, 2018 წელი. 13.00 საათი, აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

ახლო აღმოსავლეთი პოლიეთნიკური რეგიონია, სადაც აბორიგენი მოსახლეობის გვერდით ცხოვრობენ სხვადასხვა ერისა და რელიგიის წარმომადგენლები. აქ მცხოვრე-ბი ეთნიკური ჯგუფებისათვის ტრადიციული რელიგიური მიმდინარეობებია ქრისტია-ნობა (მართმადიდებლობა, კათოლიციზმი და გრიგორიანობა), ისლამი და იუდაიზმი.  საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შე-საბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ. ამ მხრივ სასემინარო თემაში დახასიათებულია ქალაქი იერუსალიმი (გეოგრაფიული ასპექტები, რელიგია, ეთნოგრაფიული ტურიზმი).

დემოკრატიული ფასეულობების დამკვირების, მათ შორის ტოლერანტული შეხე-დულებების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა ეთ-ნოსთა თუ რელიგიათა კულტურული ფასეულობების ურთიერთგაცნობას, მათ დაახ-ლოებას, რაშიც თანამედროვე საინფორმაციო საშუალებებს გადამწყვეტი როლის შესრუ-ლება შეუძლიათ. მათი თანაცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე, რისთვისაც აუცილებელია ცალკეული რელიგიური თემების კულტურულ მიღწევათა გაცნობა. საზოგადოება უნდა იყოს ფართოდ ინფორმირებული სხვადასხვა რელიგიათა კულტურული მიღწევების შესახებ, რათა საკუთარი რელიგიური აღმსარებ-ლობის ფარგლებში ადამიანებს ჩამოუყალიბდეთ სხვა რელიგიისადმი პატივისცემისა და შემწყნარებლობის უნარი. ამ მხრივ ვიზუალური ანთროპოლოგიის კუთხით გაანალიზებულია ქურთები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა