სემინარები

სემინარის თემა: “ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის მოსალოდნელი გავლენა მთიანი აჭარის ეკოსისტემებზე”. ბიოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი ნანი გვარიშვილი. პრეზენტაცია ჩატარდება 2018 წლის 4 ივლისს 325 აუდიტორიაში 14 საათზე.

პრობლემის აქტუალობა

მდ. აჭარისწყლის ხეიბაში ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ხორციელდება ჰესების კასკადის პროექტი, რასაც თან ახლავს ბუნებრივი ეკოსისტემებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების როგორც წყლით დაფარვა, ასევე მდინარეთა ბუნებრივი კალაპოტებიდან წყლის (90%) გადასროლა დერივაციულ მილებში ან არხებში. რამდენადაც პროექტის განხორციელებისა და ექსპლუატაციის პროცესში ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება არა მარტო დატბორვით, არამედ წყლის წართმევის გამო, აღნიშნული პრობლემების გაცნობა და პრევენციის გზების ძიება ერთობ აქტუალურია.

კვლევის მიზანი:

მდ. აჭარისწყლის ხეობის ბუნებრივ ჰაბიტატებზე, კასკადური ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული სამშენებლო და საექსპლუატაციო საქმიანობით გამოწვეული ზემოქმედების შესწავლა, ბიომრავალფეროვნების სავარაუდო საფრთხეებისა და ტენდენციების პროგნოზი და ეკოლოგიური რისკების პრევენცია. 

კვლევის შედეგები:

მდ. აჭარისწყალის ხეობაში მთიანი აჭარის ეკოსისტემებზე დერივაციული ტიპის კასკადური ჰესების მშენებლობის გავლენის ანალიზმა  გვიჩვენა, რომ იგი კომპლექსური ხასიათისაა, რომელსაც აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. ჰესები მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის, მაგრამ დერივაციული ტიპის კასკადური ჰესების ინფრასტრუქტურის ნაგებობები და მათი ექსპლუატაცია მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებენ მთიანი აჭარის, როგორც ხმელეთის ასევე წყლის ეკოსისტემებს: იქმნება საშიშროება ბუნებრივი ჰაბიტატების დაკარგვის, განადგურებისა და ფრაგმენტაცის, რაც გამოიწვევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევისა და ბუნებრივი ჰაბიტატებიდან  მცენარეებისა და ცხოველების იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გამოდევნას. პრობლემის პრევენცია მოითხოვს შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებების, დროულ და თანმიმდევრულ განხორციელებას.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა