ბოლო დროს დიდი ყურადღება ენიჭება შენარჩუნებული ან აღდგენილი პრიმიტიული რეფლექსების ზეგავლენას ფსიქიკურ დარღვევათა წარმოშობაზე. ამჟამად,რამდენადაც ეს არის ცნობილი, ამ ფენომენის ახსნის საკითხში, ჯერ-ჯერობით იმაზე შორს არ წასულან, გარდა იმისა, რომ ხაზს ავლებენ პრიმიტიული რეფლექსების არსებობას ფსიქიკური აშლილობების დადასტურების შემთხვევაში. ამგვარად მოვლენათა უბრალო თანმიმდევრობას აიგივებენ მიზეზ- შედეგობრივ ურთიერთობებთან. ამავე დროს არსებობს ვარაუდი, რომ ეგრეთ წოდებული ტაცებითი ტენდენციის ახალი წარმონაქმნი გვიანდელი ჩვილობის პერიოდში, სხვა არაფერია, თუ არა ეგოისტური გენური( დოკუნზი) ანდა აპროპრიაციული(ჩაგანავა) ტენდენცის ახალწარმონაქმნი, რომელიც, როგორც არქაული, საწყისი ტენდენცია, პრაქატიკულად გაიგივდება უმარტივეს, ყოვლისმშთანთქმელ, აგრესიულ კვებასთან, რაც კიდევაც განაპირობებს, ერთი მხრივ, აგრესიულ შთანთქმას, და სოციალური გარემოს მიმართ, როგორც ყოვლისმშთანთქმელი ტენდენციის შემაკავებელი ფაქტორისადმი წინააღმდეგობის გაწევას, რაც, მეორე მხრივ, სოციალური ფუნქციების, უნარების, ტენდენციების, ღირებულებების „შთანთქმაში“, ანუ რეალურად ათვისებაში გამოიხატება.
პრეზენტაციაუკან |