სემინარები

სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტი შორენა მესხიძე 3 ივლისს წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე (12 საათი, საერთო საცხოვრებლის შენობა 410 კაბინეტი)- „პროფორიენტაციის კვლევა ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში“

პროფესიის არჩევას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. პროფესიის არჩევა  როგორც წესი, შრომითი საქმიანობის დაწყებამდე უნდა მოხდეს. შესაბამისად, პროფორიენტაციული მუშაობა, აღმზრდელობითი და სასწავლო დაწესებულებების მოვალეობაა. თანამედროვე საკადრო კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განაწილება და მართებული, მომავალზე გათვლილი არჩევანის გაკეთება, მიუხედავად ამისა, საჭიროა შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინება.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ნაკლებად არიან ინფორმირებული პროფორიენტაციის საკითხების შესახებ და ასევე არ არიან სათანადოდ მომზადებული პროფესიის სწორად არჩევისთვის, რაც გულისხმობს საკუთარი ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისი პროფესიის არჩევას. მოსწავლეები განიცდიან ინფორმაციის დეფიციტს პროფესიებთან დაკავშირებული  საკითხების შესახებ. ამასთანავე, ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სპეციალისტების აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოში პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილების ტრადიციული მეთოდები კვლავ აქტუალურია, კერძოდ ის თუ რამდენად პოპულარულია ესა, თუ ის მიმართულება და რას გვირჩევენ მეგობრები, ახლობლები ან მშობლები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა