გეშტალტ - თერაპია, როგორც ფსიქოლოგიური მიმართულება, ჩამოყალიბდა XX საუკუნის II ნახევარში. ის ლაკონურია და ამავდროულად ეფექტური. გეშტალტ თერაპიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ფსიქოანალიზისაგან განსხვავებით, ის არ მოითხოვს დიდ დროს. გეშტალტთერაპიით მკურნალობა მიმართულია არა მხოლოდ განკურნების არამედ პიროვნული განვითარების და ზრდის პროცესისკენ, თავისთავადობის, მთლიანობის მისაღწევად.
გეშტალტ თერაპიის ფუძემდებელია ფსიქოთერაპევტი ფრიდრიხ სოლომონ პერლზი. იგი დაიბადა 1893 წელს ბერლინში. 1933 წელს, ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, მან დატოვა გერმანია. ბევრი გადაადგილების შემდეგ ჩავიდა ამერიკაში, სადაც 1952 წელს დააარსა გეშტალტ ინსტიტუტი, რომლის პოპულარობას ხელი შეუწყო იმდროინდელმა ახალგაზრდობის გამოსვლებმა, სექსუალურმა რევოლუციამ და ჰიპურმა მოძრაობამ. პერლზმა ცხოვრების ბოლო პერიოდი გაატარა ქალაქ ვანკუვერში. იგი გარდაიცვალა 1970 წელს.
პრეზენტაციაუკან |