სემინარები

ოსკარ უაილდის ლიტერატურული ზღაპრების ინტერტექსტუალურობა და მათი ენობრივ-კულტურული თავისებურებები. ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასისტენტ პროფესორი ნინო სამნიძე. სემინარი ჩატარდება 2018 წლის 29 ივნისს 10:00 საათზე ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის კაბინეტში (408).

სამეცნიერო სემინარი ეძღვნება ოსკარ უაილდის ლიტერატურული ზღაპრების ლინგვოკულტუროლოგიურ კვლევას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ბედნიერი უფლისწულისა და სხვა ზღაპრების მასალაზე დაყრდნობით. უაილდის პიესები და დორეან გრეის პორტრეტი საკმაოდ საფუძვლიანად არის შესწავლილი როგორც ლიტერატურათმცოდნეობითი ასევე ლინგვისტური კუთხით, მაგრამ თითქოსდა მხედველობიდან არის გამორჩენილი მისი შესანიშნავი ზღაპრები, რომლებიც თავისი ესთეტურ-ზნეობრივი მორალით პარადოქსულად აღიქმება მის ხსენებულ რომანთან და დრამატულ ნაწარმოებებთან მიმართებაში. როგორც უაილდის შემოქმედების თანამედროვე მკვლევარები ქუინტი, დალარნა, სტარკი, უინგარდი და სხვები აღნიშნავენ, კრიტიკოსები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ მისი ქმნილებების ესთეტიკურ, სატანისტურ და დეკადანსურ მახასიათებლებზე, ჰომოსექსუალურ თუ სხვა ტიპის ფარულ იმპულსებზე, მაგრამ მხოლოდ ზედაპირულად თუ ეხებიან მის ზღაპრებს და თითქმის იგნორირებას უკეთებენ იმ ფაქტს, რომ მათში უაილდი წარმოგვიდგება სრულიად განსხვავებული და სხვებისთვის დაფარული თუმცა ნამდვილი სახით - როგორც ვიქტორიანული ეპოქის ჯენტლმენი, რომელიც თავის მოვალეობად თვლის ზნეობის ქადაგებას. სწორედ ამ კუთხით განვიხილავთ უაილდის ბედნიერ უფლისწულს და კრებულში მასთან ერთად შესულ სხვა ზღაპრებს რაც განაპირობებს ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევის აქტუალურობას. ჩვენი კვლევის სიახლე განისაზღვრება ორი მთავარი მომენტით, პირველი გახლავთ ის რომ მოცემულ ზღაპრებს განვიხილავთ როგორც მრავალმხმრივ ინტერტექსტობრივ ენობრივ-კულტურულ ფენომენს რომელსაც ერთის მხრივ ვუკავშირებთ ზღაპრის ზოგად ჟანრობრივ ცნებას, მეორეს მხრივ კი ისეთ ლიტერატურულ ჟანრს როგორსაც წარმოადგენს ნოველა (Short Story) მისი სიუჟეტური განვითარების დინამიურობით, კომუნიკაციური პასაჟებით და მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფინალით. შესაბამისად, უაილდის ლიტერატურულ ზღაპრებს განხიხილავთ ნოველა ზღაპრის სტატუსში, რითაც ხაზს ვუსვამთ მათ ჟანრობრივ-თვისებრივ სინკრეტულობას რომლის ფარგლებშიც ხდება წარმოსახვისა და სინამდვილის ხატოვანი შერწყმა-შეპირისპირება. ჩვენი კვლევის მეორე სიახლეს წარმოადგენს ის, რომ ამ ზღაპრებს განვიხილავთ როგორც აზრობრივ-თემატურად ურთიერთდაკავშირებულ მხატვრულ ტექსტთა ციკლს რომლის მეტაკოჰეზიურობაც ეფუძნება ზნეობრიობის ბიპოლარულ ცნებას მისი ზნეობისა და უზნეობის პოლუსით. კვლევამ გვიჩვენა რომ დორეინ გრეის პორტრეტისგან განსხვავებით სადაც ავტორისეული მესიჯია „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ ბედნიერ უფლისწულში მისი საპირისპირო აზრია გატარებული რომელიც შეიძლება განზოგადდეს დევიზით - „ხელოვნება და ხელოვანები ხალხისათვის“. ამ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ქალაქის თავზე აღმართული ქანდაკება როგორც ხელოვნების სიმბოლო და მის სამსახურში მყოფი მერცხლის ქმედებები.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა