სემინარები

პოპ-სიმღერები გრამატიკის გაკვეთილზე- ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასისტენტ პროფესორი თეონა თედორაძე. სემინარი ჩატარდება 2018 წლის 29 ივნისს 12:00 საათზე ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის კაბინეტში (408).

გრამატიკის სწავლების პროცესში პედაგოგები მთელ რიგ დამატებით ხერხებს იყენებენ, იქნება ეს თამაშები, ცეკვები, თავსატეხები თუ სიმღერები. სიმღერების ღირებულება სტუდენტების მოტივაციისათვის და მათი ჩართულობის გაზრდისათვის ძალზედ დიდია რადგან მუსიკა დადებით ზეგავლენას ახდენს წარმოთქმაზე, აქცენტზე, განწყობასა და მოტივაციაზე, სიმღერები მნიშვნელოვანი რესურსია, რათა განავითაროს სტუდენტების მოსმენის, საუბრის, კითხვის და წერის უნარები. ამიტომ მნიშვნელოვანია სიმღერების, როგორც სწავლების ინსტრუმენტის გამოყენება. სწორედ ამიტომ მუსიკა დიდ როლს თამაშობს მეორე ენის სწავლების დროს. გრამატიკის სწავლების დროს ისწავლება უამრავი წესი,რაც სტუდენტებისათვის სტრესულ ატმოსფეროს ქმნის. მუსიკა კი მსმენელში ყოველთვის ემოციების მთელ კასკადს აღძრავს.მას ოდითგან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის საქმიანობაში.მუსიკა და სიმღერა არის გართობის, დასვენების და შემეცნების მნიშვნელოვანი საშუალება.წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია განიხილოს, თუ რამდენად სასარგებლო შედეგს შეიძლება მივაღწიოთ გრამატიკის სწავლების დროს თანამედროვე სიმღერების გამოყენებით.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა