სემინარები

"არტაანის საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ზოგიერთი საკითხი" - ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თამაზ ფუტკარაძე 3 ივლისს, 11 საათიდან, N-44 აუდიტორია

ისტორიული საქართველოს მეცნიერული შესწავლა თანამედროვე ქართველოლოგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება. მათი კომპლექსური (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია) კვლევა აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რათა შეიქმნას თითოეული კუთხის,, მეცნიერული პორტრეტი“

,,ოსმალოს საქართველოს“ მხარეებს შორის  არტაანი, ისევე როგორც  კოლას, პალაკაციოს, ფოცხოვის და სხვა მიმდებარე ტერიტორიები, შეიძლება ითქვას ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი. შესაბამისად, რაიმე ხელშესახები გამოკვლევა არტაანის მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, საყოფაცხოვრებო არქიტექტურის, ყოფითი კულტურის თავისებურებების შესახებ დღემდე არ არსებობდა. საბჭოთა პერიოდში, მთელი 70 წლის მანძილზე ამ კუთხეში ქართველ მკვლევარებს ფეხი არ დაუდგამთ.

მოხსენებაში საველე ექსპედიციების დროს მოძიებული მასალებისა და სამეცნიერო-ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე წარმოვადგენთ არტაანის მატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშებს, აგრეთვე კულტურული მეხსიერებისა და ეთნიკური იდენტიფიკაციის  ცალკეულ საკითხებს.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა