სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტი საკმაოდ ეფექტურად ფუნქციონირებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არის შემთხვევები, როცა სიმსივნე თავს იძვრენს იმუნური ზედამხედველობისაგან და იგებს ხელჩართულ ბრძოლას იმუნიტეტთან და დაავადება, ამ შემთხვევაში, გარდაუვალია. სემინარის ძირითადი თემა ეძღვნება ანტისიმსივნურ იმუნიტეტს, სიმსივნის წინააღმდეგ არსებულ თავდაცვით მექანიზმებს და სიმსივნის მიერ იმუნური პასუხისაგან თავის დაღწევის გზებს. ასევე, დღეისათვის არსებულ ყველა იმ იმუნურ მეთოდს (კლინიკაში გამოყენებად თუ ექსპერიმენტულ), რაც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ.
პრეზენტაციაუკან |